პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძე ტატა ხვედელიანს: ყველა ვინც ჩვენ, ტელევიზიები, გიორგი გაბიტაშვილი და სხვა პირები თუ ორგანიზაციები დაასანქცირა უსამართლოები არიან და ეს სანქციები მათზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენ გვიქმნის პრობლემას

პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონალური მდივანი, ვიქტორ ჯაფარიძე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებას გამოეხმაურა. ხვედელიანმა მიმართა საქართველოს გენერალურ აუდიტს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უწყების 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ხვედელიანმა გიორგი გაბიტაშვილს გაახსენა, რომ ის დასანქცირებულია დიდი ბრიტანეთისა და ესტონეთის მიერ. ჯაფარიძემ ხვედელიანს უთხრა, რომ თავადაც დასანქცირებულია, გარკვეულ ტელევიზიებთან და ორგანიზაციებთან ერთად.

„ხალხის ძალის“ დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიმღებნი უსამართლოები არიან: „გიორგი გაბიტაშვილი სანქცირებულია და პირადად მეც, ვიქტორ ჯაფარიძე, დასანქცირებული ვარ იმისთვის, რომ პარლამენტის წევრმა კანონს მხარი დავუჭირე. ასე რომ, (ქალბატონო ტატა) ნუ ისაუბრებთ ამ თემაზე – არ არის ეს თქვენთვის მომგებიანი“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ მისი უსამართლოდ დასანქცირების მიზეზი იყო დეპუტატის უფლება-მოსილების შესრულება- კანონისთვის მხარის დაჭერა.

„გავაგრძელებ სანქცირების თემას, რომელიც ტატა ხვედელიანმა ახსენა. გიორგი გაბიტაშვილი სანქცირებულია და პირადად მეც, ვიქტორ ჯაფარიძე, დასანქცირებული ვარ იმისთვის, რომ პარლამენტის წევრმა კანონს მხარი დავუჭირე. ასე რომ, (ქალბატონო ტატა) ნუ ისაუბრებთ ამ თემაზე – არ არის ეს თქვენთვის მომგებიანი. ყველა ვინც ჩვენ, ტელევიზიები, გიორგი გაბიტაშვილი და სხვა პირები თუ ორგანიზაციები დაასანქცირა უსამართლოები არიან და ეს სანქციები მათზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენ გვიქმნის პრობლემას. ნუ საუბრობთ დასანქცირების თემაზე აქ, გთხოვთ,“ – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.