პოლიტიკა

ქსავიე ბეტელი: საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნები მოიგო, ეს მოგვწონს თუ არა, ფაქტია. მათ წესები იციან და ჩვენ არ უნდა მოვახვიოთ თავს, ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ

ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან და ევროკავშირთან ურთიერთობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მინისტრის თქმით, ევროპულმა მხარემ ქართველებს საკუთარი პოზიცია თავს არ უნდა მოახვიოს და პირიქით, დიალოგი უნდა გააგრძელოს.

ბეტელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რადგან ქვეყანაში არჩევნების შედეგები უკვე დამდგარი ფაქტია, და მისი თქმით, ევროკავშირს მოსწონს თუ არა, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო. მისივე შეფასებით, ქართულ მხარესთან კომუნიკაციის გაწყვეტა გამოსავლის პოვნას შეუძლებელს გახდის.

„მე ყოველთვის ვამბობ მათ ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ. ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ მათ არ დაველაპარაკებით, ჩვენ ვერაფერს შევცვლით. ჩვენ არ უნდა ვასწავლოთ მათ, მაგრამ ჩვენ უნდა… მოკლედ, მათ იციან წესები და მათ იციან, რომელი მიმართულებით უნდა წავიდეს კანონები. ჩვენ არ უნდა მოვახვიოთ თავს, ჩვენ უნდა შევთავაზოთ, ხოლო ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ. მათ მოიგეს არჩევნები, ეს მოგვწონს თუ არა, ფაქტია. ამასთან, თუ ჩვენ არ დაველაპარაკებით ქართველებს, ჩვენ ვერასდროს შევძლებთ გამოსავლის პოვნას. შთაბეჭდილება ხან კარგია, ხან ცუდი. ეს, როგორც ბერძნულად ვიტყოდით, რთულადაა საქმე“- განაცხადა ბეტელმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.