პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული ეგოსთვის – ის ხდება ერთადერთი საშუალება, რათა ვიზუალურად მოახდინოს «სუპერაგრესიული ხვადის» სტატუსის იმიტირება. ამ საგნის გარეშე მისი რეალური პიროვნული პოტენციალი და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი – ნულის ტოლია

ინციდენტი, რომელიც თბილისში, ღამის საათებში თამაზ ელიზბარაშვილის მონაწილეობით მოხდა, არ არის უბრალოდ რესტორანში მომხდარი საყოფაცხოვრებო შელაპარაკება; ეს არის იმის ეტალონური, კლინიკური დემონსტრირება, თუ როგორ პროვოცირებს სოციოპათიურ აგრესიას ღრმად ფესვგადგმული არასრულფასოვნების კომპლექსი – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, დაპირისპირების დროს ადგილი ჰქონდა მუქარის დემონსტრირებას, მათ შორის, იარაღის გამოყენების ან მისი გამოყენების მცდელობის ჩვენებას. ქართველიშვილის შეფასებით, მსგავსი ქცევა საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ასეთ შემთხვევებში ემოციური თვითრეგულაციისა და ძალადობის შეკავების უნარი მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული.

„ინციდენტი, რომელიც თბილისში, ღამის საათებში თამაზ ელიზბარაშვილის მონაწილეობით მოხდა, არ არის უბრალოდ რესტორანში მომხდარი საყოფაცხოვრებო შელაპარაკება; ეს არის იმის ეტალონური, კლინიკური დემონსტრირება, თუ როგორ პროვოცირებს სოციოპათიურ აგრესიას ღრმად ფესვგადგმული არასრულფასოვნების კომპლექსი. კონფლიქტმა, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერილი ბანალური კომენტარების განხილვით დაიწყო, მომენტალურად გამოააშკარავა სუბიექტის აბსოლუტური ინტელექტუალური არასრულფასოვნება. მწირი ლექსიკური მარაგის, აზროვნების ელემენტარული კულტურისა და მორალურ-ეთიკური კატეგორიების დეფიციტის გამო, რაც “ჰომო-საპიენსის” დონეზე მაინც აუცილებელია ზრდასრული დიალოგის წარმართვისთვის – ადამიანი მყისიერად დაეშვა ყველაზე პრიმიტიულ ფსიქოლოგიურ დაცვამდე: არაკონტროლირებადი გარეგნული მუქარის ტრანსლირებამდე. განხილული ტიპაჟის საკვანძო მარკერია იარაღის გამოყენება ან ამის დემონსტრაციული მცდელობა, როგორც ფსიქოლოგიური «ყავარჯენი» ფატალურად მყიფე ეგოსთვის. აღებული 30-წუთიანი პაუზა «არგუმენტების მოსატანად» წასვლის სახით და შემდგომ დაბრუნება უბეში დემონსტრაციულად ჩაყოფილი ხელით – ეს ფსიქოლოგიაში ცნობილი ჰიპერკომპენსაციის კლასიკური აქტია. ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული ეგოსთვის – ის ხდება ერთადერთი საშუალება, რათა ვიზუალურად მოახდინოს «სუპერაგრესიული ხვადის» სტატუსის იმიტირება. ამ საგნის გარეშე მისი რეალური პიროვნული პოტენციალი და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი – ნულის ტოლია. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ მსგავსი დემონსტრაციული ფსიქოზის მიღმა, როგორც წესი ყოველთვის იმალება არარაობა და მხდალი სულიერი სუბსტანცია.

ელიზბარაშვილი შეიჭრა დაწესებულებაში, დარწმუნდა, რომ ოპონენტები წავიდნენ და დაიწყო ყვირილი შეიარაღების გარეშე მყოფ დაცვაზე – ეს არის ინფანტილური აგრესორის ტიპური ქცევა, რომელსაც სჭირდება სპექტაკლი, უსაფრთხო სცენა «სახიფათო ადამიანის» როლის მოსარგებად, რეალური წინააღმდეგობის შეხვედრის რისკის გარეშე. სწორედ ემოციური თვითრეგულაციის ამ უუნარობაში იმალება ასეთი ინდივიდების მთავარი საფრთხე საზოგადოებისთვის. მათ სრულად აქვთ ატროფირებული შინაგანი ტაბუები, ხოლო რეალობის აღქმა დამახინჯებულია საკუთარ სისუსტეში მხილების მუდმივი შიშით. ნებისმიერ მიკროსკოპულ გამღიზიანებელზე ან საყოფაცხოვრებო შენიშვნაზე ისინი რეაგირებენ, როგორც სასიკვდილო საფრთხეზე თავიანთი გაბერილი ეგოს მიმართ, და გონების დეფიციტს კომპენსირებენ ძალადობის არაადეკვატური, შეუსაბამო ესკალაციით. მსგავსი წყობის ადამიანები დესტრუქციის პირდაპირი და პროგნოზირებას დაუქვემდებარებელი წყაროა. ამოფარებულნი ხმამაღალ სიტყვებს, იმიჯს ან მხარდაჭერის საზოგადოებრივ ფორმებს – კრიტიკულ მომენტში მათ მართავს მხოლოდ პანიკა და სინდისის არქონა. ეს სწორედ ის ფსიქოტიპია, რომელსაც ყრუ შინაგანი სიმხდალისა და იარაღის ქონის გამო შეუძლია ზურგში დანა ჩაგარტყას ან მანქანით გადაგიაროს უბრალოდ იმის გამო, რომ არ ეყო არც ტვინი, და არც სიტყვით პასუხის გაცემის უნარი…“ – წერს ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.