პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ყველა მცდელობა, იპოვონ რაღაც „ფარული ბერკეტი“ თუ „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თავიდანვე განწირულია კრახისთვის. როდესაც პოლიტიკურ პროცესს საფუძვლად უდევს არა პერსონალური ინტერესები ან კულისებსმიღმა გარიგებები, არამედ ეროვნული სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, იქ შანტაჟის ენა უბრალოდ არ მუშაობს

რადიკალური ჯგუფები (ოპოზიცია) და მათი გარეთა მფარველები ვერ იაზრებენ მთავარს: „ქართული ოცნების“ სიმტკიცე ცალკეული თანამდებობის პირების გვარებზე კი არ დგას, არამედ იმ პრინციპულ პოზიციაზე, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა უჭერს მხარს. ყოფილი მაღალჩინოსნების წასვლით თუ ღალატით სისტემა კი არ სუსტდება, არამედ თვითწმენდის ბუნებრივ პროცესს გადის“, – წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ილუზიაა, თითქოს გარედან ზეწოლით ან შიდა ინტრიგებით შესაძლებელია ქვეყანაში ხელისუფლების სადავეების ხელში ჩაგდება. სადღობელაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მცდელობა, მოიძებნოს „ფარული ბერკეტი“ ან „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თავიდანვე განწირულია კრახისთვის.

„- რადიკალური ჯგუფები (ოპოზიცია) და მათი გარეთა მფარველები ვერ იაზრებენ მთავარს: „ქართული ოცნების“ სიმტკიცე ცალკეული თანამდებობის პირების გვარებზე კი არ დგას, არამედ იმ პრინციპულ პოზიციაზე, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა უჭერს მხარს. ყოფილი მაღალჩინოსნების წასვლით თუ ღალატით სისტემა კი არ სუსტდება, არამედ თვითწმენდის ბუნებრივ პროცესს გადის. – ილუზია იმისა, თითქოს გარეწნეხით ან შიდა ინტრიგებით შესაძლებელია ქვეყნის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება, მხოლოდ აცდენილია რეალობას. სანამ ოპოზიცია საკუთარი ხალხის ინტერესების ნაცვლად უცხოური ცენტრების დირექტივებით იმოქმედებს, მათ ნებისმიერ სცენარს იგივე ფინალი ექნება ანუ სრული პოლიტიკური გაკოტრება და ხალხისგან საბოლოო იზოლაცია. – ამიტომ, ყველა მცდელობა, იპოვონ რაღაც „ფარული ბერკეტი“ თუ „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თავიდანვე განწირულია კრახისთვის. როდესაც პოლიტიკურ პროცესს საფუძვლად უდევს არა პერსონალური ინტერესები ან კულისებსმიღმა გარიგებები, არამედ ეროვნული სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, იქ შანტაჟის ენა უბრალოდ არ მუშაობს!“ – წერს სადღობელაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ – ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი

პოლიტიკა

გია აბაშიძე: თუ ტრამპს აქვს უფლება თქვას – „უცხოურ ჩარევას არ ვენდობით“, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს უფლება, იგივე თქვას ევროკრატიული, გაუმჭვირვალე „ნაცენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ აქტივობაზე – არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.