პოლიტიკა

კონგრესმენი სპარცი: რა ირონიულია, რამდენიმე წლის წინ, პრორუსად მაცხადებდნენ იმის გამო, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების მკაცრ კონტროლს ვითხოვდი – ხალხი ყოველთვის იხდის საფასურს იმ მთავრობისთვის, რომელსაც ირჩევს, უკრაინელები ამ ფასს სისხლით იხდიან

კონგრესმენი ვიქტორია სპარცი გამოცემა The New York Times-ის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, გასაიდუმლოებულმა აუდიტორულმა შემოწმებამ გამოავლინა, რომ 2024 წელს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ თაღლითობის, კორუფციული სქემებისა და არასწორი მენეჯმენტის გამო 1.2 მილიარდი დოლარი დაკარგა.

სტატიაზე დაყრდნობით კონგრესმენი წერს, რომ ის, რაზეც წლების წინ თავად საუბრობდა და აფრთხილებდა შესაბამის ორგანოებს, ახლა ოფიციალურად დადასტურდა.

“აუდიტორულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ მხოლოდ ერთ წელიწადში, 2024 წელს უკრაინამ, თაღლითობის, გაფლანგვისა და ცუდი მენეჯმენტის გამო, $1.2 მილიარდი დოლარი დაკარგა… “შედეგად, აღარ გვაქვს სახსრები მეტი იარაღის შესაკვეთად… და არც საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალა გაგვაჩნია. ეს კი უკვე სისტემატურ ხასიათს ატარებს.

რა ირონიულია. რამდენიმე წლის წინ, ორივე პარტიის ხელმძღვანელობა, კორუმპირებული მედია და უკრაინის მთავრობა თავს მესხმოდნენ და “პროკრემლისტად” მაცხადებდნენ იმის გამო, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების მკაცრ კონტროლს მოვითხოვდი – ფულის ნაღდი სახით არ გაცემას და იარაღის პირდაპირ, შეუფერხებლად მიწოდებას ფრონტის ხაზზე.

ხალხი ყოველთვის იხდის საფასურს იმ მთავრობისთვის, რომელსაც ირჩევს. უკრაინელებს კი ამ საფასურის გადახდა საკუთარი სისხლით უწევთ”, – წერს კონგრესმენი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე პატიმარ დავითაძეზე: ჩემ მიერ მოძიებული პასუხები მაძლევს უფლებას გავაკეთო წინასწარი დასკვნა, რომ საქმე გვაქვს მორიგ დაგეგმილ შეტევასთან ხელისუფლების წინააღმდეგ, საიდანაც შეტევის მონაწილეები დივიდენდებს ელოდებიან

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირის წევრობა გვსურს არა ნებისმიერ ფასად და არა საქართველოს ინტერესების ხარჯზე, ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“, ჩვენი პასუხი მარტივია: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.