პოლიტიკა

იაგო ხვიჩიამ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს თავისუფლების მტერი უწოდა

„გირჩი“ სახელს იცვლის. გვინდა, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ეს თავი დავასრულოთ,“- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომლის თქმითაც, პარტიას ამიერიდან „თავისუფალი ხალხის პარტია“ ერქმევა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, „გირჩის“ სახელით პარაზიტირების საშუალება არც აქამდე უნდა მიეცათ.

„მინდა მოგილოცოთ, რომ გავითვალისწინეთ ჩვენი ბევრი მხარდამჭერის რჩევა და ამ გაუგებრობას ვამთავრებთ- „გირჩი“ სახელს იცვლის. ვირქმევთ იმას, რაც ყოველთვის ვიყავით- თავისუფალი ხალხის პარტია. ჩვენ ძველი სახელი ძალიან მოგვწონდა და არც საკუთარ წარსულზე ვამბობთ უარს, მაგრამ ცვლილების მოტივი ისაა, რომ სახელი, რაც თავისუფლებასთან ასოცირდებოდა ისევე მიითვისეს თავისუფლების მტრებმა, როგორც ლგბტ თემმა- ცისარტყელა. ეს პოლიტიკურ ბრძოლაში აპრობირებული მეთოდია.

ერთი საუკუნის წინ სწორედ ასე მიითვისეს სოციალისტებმა სახელი ლიბერალი და დღემდე არასწორი შინაარსით იყენებენ მას. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ეს თავი დავასრულოთ. გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად და მკაფიოდ გავემიჯნოთ წარსულის იმ ნაწილს, რომელიც თავისუფლების მტრებთან გვაკავშირებს. ეს ალბათ აქამდეც უნდა გაგვეკეთებინა. საშუალება არ უნდა მიგვეცა ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის ჩვენი სახელით პარაზიტირების, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასოდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.