ეკონომიკა

თამთა მეგრელიშვილი: Trump Tower Tbilisi-ის პროექტით ქართული სახელმწიფო საერთაშორისო ბაზარს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს მსხვილ ამერიკულ კაპიტალს და თანმიმდევრული პოლიტიკით ქმნის სტაბილურ გარემოს ასეთი მასშტაბის ამერიკული გიგანტის ქვეყანაში შემოსასვლელად

x

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაციას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ქვეყანაში ამერიკული უმსხვილესი და პოლიტიკურად გავლენიანი ბრენდის შემოსვლა დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესს საქართველოს მიმართ გაზრდის.

„თბილისში „Trump Tower“-ისა და „Downtown Tbilisi“-ს მშენებლობა არის პროექტი, რომელიც ყველაზე ზუსტად გადაითარგმნება საერთაშორისო ურთიერთობებში დამკვიდრებული ტერმინით – „ეკონომიკური დიპლომატია“. ამ პროექტის ფარგლებში ქვეყანაში აშშ-ის უმსხვილესი და პოლიტიკურად გავლენიანი ბრენდის შემოსვლა ავტომატურად გაზრდის დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესს საქართველოს მიმართ. პროექტის ეკონომიკური, პოლიტიკური და საიმიჯო გავლენა იქნება საინვესტიციო სიგნალი, რომელიც, პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, უსაფრთხოების დამატებითი „ამერიკული ფარია“ და უცხოური კაპიტალის მოზიდვას სხვა სექტორებშიც გაამარტივებს. ეს პროექტი სხვა ინვესტორებისთვის იქნება საინვესტიციო ვიზა, რომელიც გლობალურ პრესტიჟს, ეკონომიკურ ნახტომსა და გაძლიერებულ უსაფრთხოებას მოიტანს. პროექტით მაღალბიუჯეტიანი ტურიზმის სტიმულირება მოხდება და ერთგვარი ურბანული თუ არქიტექტურული სიახლე იქნება, რომელიც ვიზუალურ რევოლუციას მოახდენს და ქალაქს თანამედროვე მეგაპოლისების არქიტექტურულ ტენდენციებთან დააახლოებს. პროექტი ხელისუფლების მიერ გატარებული მშვიდობისა და ეკონომიკური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. ქართული სახელმწიფო ამ პროექტით საერთაშორისო ბაზარს აჩვენებს, რომ მყარად უჭერს მხარს მსხვილ ამერიკულ კაპიტალს და თანმიმდევრული პოლიტიკით ქმნის სტაბილურ გარემოს ასეთი მასშტაბის ამერიკული გიგანტის ქვეყანაში შემოსასვლელად“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.