უცხოური მედია

ბრიტანელი მილიარდერი სერ ჯიმ რეტკლიფი: გაერთიანებული სამეფო დაღმასვლის გზაზეა, არავინ არის საკმარისად მტკიცე იმისათვის, რომ გაუმკლავდეს იმიგრაციის, სოციალური შეღავათების პრობლემას, მაგრამ ვიღაცამ ეს უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცუდად დასრულდება

მილიარდერი, კომპანია „ინეოსის“ (Ineos) დამფუძნებელი და საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამფლობელი სერ ჯიმ რეტკლიფი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მიმართ ნდობა დაკარგა. ამის შესახებ მან “ბიბისისთან” განაცხადა.

რეტკლიფის თქმით, ქვეყანა „უკუსვლის გზაზე დგას“ მაღალი გადასახადების, იმიგრაციისა და ენერგოპოლიტიკის გამო.

„ამ მომენტისთვის ვფიქრობ, რომ გაერთიანებული სამეფო დაღმასვლის გზაზეა. საკმაოდ რთულია იმის დანახვა, თუ როგორ გავაჩეროთ ეს პროცესი. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება ორი რამ: პოლიტიკოსები, რომლებიც საკმარისად მტკიცენი იქნებიან იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ ზოგიერთ ძალიან რთულ პრობლემას და ჩვენ ვიცით, რა არის ეს პრობლემები; და გვჭირდება პოლიტიკოსები, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც კარგი იქნება ქვეყნისთვის და არა საკუთარი თავისთვის და თავიანთი პარტიისთვის. ჩვენ კი, ასეთი [პოლიტიკოსები] დიდი ხანია არ გვყოლია. არავინ არის საკმარისად მტკიცე იმისათვის, რომ გაუმკლავდეს იმიგრაციის პრობლემას, არავინ არის საკმარისად მტკიცე, რომ გაუმკლავდეს სოციალური დახმარებების პრობლემას, მაგრამ ვიღაცამ ეს უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იცით, ეს ცუდად დასრულდება, ასე არ არის?“, – განაცხადა სერ ჯიმ რეტკლიფმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნაცმოძრაობის აქტივისტი მამუკაშვილი: ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე “სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები? ანუ ტიპი აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, მამაკაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?!

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.