პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია გვარამიას განცხადებაზე – ისინი ანგრევენ ყველაფერს, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ტერიტორიების მშვიდობიან აღდგენას და რაც არის მშვიდობასთან დაკავშირებული

ისინი ანგრევენ ყველაფერს, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ტერიტორიების მშვიდობიან აღდგენას და რაც არის მშვიდობასთან დაკავშირებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

უმრავლესობის ლიდერს კითხვა აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაუსვეს.

„ჯერ სააკაშვილი, შემდეგ ბარამიძე, ახლა გვარამია [აკეთებენ განცხადებებს აფხაზეთზე]. როგორც კი რაიმე ნაბიჯი გადაიდგმება იმ ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, რა დაკვეთაც აქვს საზოგადოებას, რომელი დაკვეთაც ძალაშია და ძალაში იქნება, სანამ მშვიდობიანი გზით არ მოხდება ჩვენი დებისა და ძმების დაბრუნება, ასეთი [გვარამიასნაირი] აგენტები ყოველთვის იტყვიან საწინააღმდეგოს. ის იმ პიროვნების [სააკაშვილის] წარმომადგენელია, რომელიც სასამართლო დარბაზიდან დღეს ქვების გროვის შემდეგ რამდენიმე სოფელს ახსენებს ჩვენს ოს დებსა და ძმებთან მიმართებით. რატომ გვიკვირს, რომ გვარამია ასეთ განცხადებას გააკეთებს, როგორც კი რაიმე პოზიტიურს დაინახავს?! მათთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, მეტი კონფლიქტური სიტუაცია იყოს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისე ქვეყნის შიგნით, თუ საგარეო კუთხით. ისინი ანგრევენ ყველაფერს, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ტერიტორიების მშვიდობიან აღდგენას და რაც არის მშვიდობასთან დაკავშირებული“, – განაცხადა კირცხალიამ.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთი უნდა „ავიტანოთ“. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთ გზად კი პარტია „ახლის’’ ლიდერს ევროკავშირი ესახება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.