Uncategorized

ირაკლი კირცხალია მეგის ქარდავას საქმეზე – 2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა 2012 წლის შემდეგ

კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა. მათი უფლებაა, რომელ ინსტანციამდე მიჰყვებიან განაჩენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მეგის ქარდავას საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მეგის ქარდავა რას აღიარებს და რას არა [მნიშვნელოვანი არ არის]. მისი დაცვის მხარისგანაც შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს [უდანაშაულობის შესახებ] ოფიციალური განცხადებები ასეთი მძიმე წარსულის მქონე ადამიანის მიმართ. ბრალს რომ არ ეთანხმება და გასაჩივრებას აპირებს დაცვის მხარე, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის შესაძლოა ადვილი მოსასმენი არ იყოს. ღიმილის მომგვრელია, მეგის ქარდავაზე გვაქვს ლაპარაკი. 2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა. მათი უფლებაა, რომელ ინსტანციამდე მიჰყვებიან განაჩენს“, – განაცხადა კირცხალიამ. ე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავას თავისუფლების 9 წლით აღკვეთა შეეფარდა. განაჩენი სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ გამოაცხადა. ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.