პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია მერაბ მეტრეველზე – სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო განცხადება! თავისთან, სახლში იმღეროს დილა-საღამოს უკრაინის ან ნებისმიერი ქვეყნის ჰიმნი, რომელიც მას ესიამოვნება

სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო განცხადება! თავისთან, სახლში იმღეროს დილა-საღამოს უკრაინის ან ნებისმიერი ქვეყნის ჰიმნი, რომელიც მას ესიამოვნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის მოწოდებაზე, რომ საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებების დღევანდელი მატჩის მაყურებლებმა უკრაინის ჰიმნი სოლიდარობის ნიშნად იმღერონ, ხოლო სტადიონის ადმინისტრაციამ თამაშის წინ მათ ამისკენ მოუწოდოს.

კირცხალიას თქმით, ესეც ერთ-ერთი პატარა აგენტის განცხადებაა, „რომელსაც ვერ გაურკვევია, რომელ პოლიტიკურ ნარატივს დააჯდეს“.

„ასეთი, პატარა კაცის განცხადებებით გამოირჩევა. იმ აგენტურულ ბაბლში, სადაც უნდა, რომ თავი მიადოს, ალბათ იმ ბაბლისთვის გააკეთა ეს განცხადება. სამარცხვინოა! კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ასეთი ადამიანებისგან შედგება ის გათითოკაცებული პარტაქტივი, რომელიც მართლაც სექტადაა გადაქცეული და სხვადასხვა ფორმით დაბოდიალობენ ქალაქის ქუჩებში“, – განაცხადა კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.