პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – როგორც კი დაფინანსებები შეუმცირდათ, ვნახეთ ე.წ. ეროვნულ ფასეულობებზე დაყრდნობილი პროტესტი როგორ ჩაიფუშა და განულდა

რა თქმა უნდა, მინელდა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორზე დამოკიდებული: ყველას კარგად გვახსოვს ის ცრუ აღქმებით ინსპირირებული აქციები, ძალიან დიდი თანხებით დაფინანსებული აქციები. არაერთი გამოძიება, არაერთი დამდგარი განაჩენი ვნახეთ. არაერთი, სხვათა შორის, ჟურნალისტური გამოძიებაც ვნახეთ იმ საქმეებთან ერთად, თუ რეალურად რას ამზადებდნენ, როგორ ემზადებოდნენ, საიდან რა დაფინანსება მოსდიოდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საპროტესტო აქციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებისა და დაფინანსების შემცირების შემდეგ პროტესტი განულდა.

“ჩვენ მივიღეთ ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში [კანონები], რასაც ასევე ამ აღქმების თეორიით მოჰყვა მრავალი ე.წ. პროტესტი, პროტესტი, რომელიც ამბობდა, რომ თურმე აქ ქვეყნისთვის იბრძვიან და თურმე ქვეყნის დემოკრატიას არჩენენ. ჩვენი პასუხი რა იყო? იყო ერთი: არ არსებობს პროტესტი, რომელსაც არ აქვს საფუძველი. ამ პროტესტს, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა საფუძველი, იმიტომ, რომ იყო მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე და ცრუ აღქმებზე, აგენტურის დაგეგმილი, გარედან დახმარებული ე.წ. აქციები. როგორც კი ამოქმედდა საკანონმდებლო სივრცეში ის უმნიშვნელოვანესი კანონები ჩვენი ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის – ნებისმიერი დამოუკიდებელი, თავმოყვარე ქვეყნისთვის, რაც აქვთ და მოქმედებს სხვადასხვა საკანონმდებლო სივრცეში, დაფინანსებები შეუმცირდათ. პროპორციულად, როგორც კი მათ თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე უმცირდებოდათ დაფინანსებები, ვხედავდით ის ე.წ. ეროვნულ ფასეულობებზე დაყრდნობილი პროტესტი როგორ ჩაიფუშა და განულდა. დარჩა გათითოკაცებული, ალბათ დახელფასებული, შემჭიდროებული ბიუჯეტით ე.წ. პარტაქტივი, რომლებიც ყოველ შაბათს ან ყოველ ხუთშაბათ დღეს სადღაც დადიან. სწორად ეკუთვნით მათ [სიტყვა] სექტა, იმიტომ, რომ სექტანტები და სექტა იქცევა ასე, რომ რაღაც დღეს დაგეგმავენ – აი, ახლა უნდა ჩავიცვათ ეს ფორმა, გავიაროთ აქ და შემდეგ ალბათ, ყავას სვამენ, ან სადმე იკრიბებიან“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.