პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ალბანეთში საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ: კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმ გზის სისწორეში, რომელიც აქვს არჩეული საქართველოს ხელისუფლებას

კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ისმოდა ძალიან ცალსახა გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელმა უნდა გადახედოს თავის მიდგომებს, უნდა გადახედოს თავის ორმაგ სტანდარტებს,- განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, საქართველოს მხრიდან დააფიქსირეს პოზიციები, როგორც ორმხრივი შეხვედრების, ასევე პანელური დისკუსიების ფარგლებში და ღიად განაცხადეს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი უნდა იყოს დამსახურებებზე და მიღწევებზე დაფუძნებული.
ჩაკვეტაძის განცხადებით, ამ ფორუმის და სხვადასხვა ფორმატების ფარგლებში ეძლევათ საშუალება იმასთან დაკავშირებით, რომ გააჟღერონ ყველა ის პოზიცია, რომელიც აქვს საქართველოს.

“სულ რამდენიმე საათია, რაც ალბანეთიდან დავბრუნდით, სადაც მონაწილეობა მივიღეთ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ეძღვნებოდა კანდიდატი ქვეყნების გამოცდილებას, უშუალოდ ალბანეთის მაგალითზე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმ გზის სისწორეში, რომელიც აქვს არჩეული საქართველოს ხელისუფლებას. კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ისმოდა ძალიან ცალსახა გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელმა უნდა გადახედოს თავის მიდგომებს, უნდა გადახედოს თავის ორმაგ სტანდარტებს. მათ შორის, ალბანეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა ის, რომ მიუღებელი არის ის დამოკიდებულება, რომელიც წლების მანძილზე ბრიუსელს აქვს კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ჩვენ, ჩვენი მხრიდან, დავაფიქსირეთ პოზიციები, როგორც ორმხრივი შეხვედრების, ასევე პანელური დისკუსიების ფარგლებში და ღიად განვაცხადეთ იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესი, რასაც ჰქვია ევროინტეგრაცია, უნდა იყოს იმ მიღწევებზე და დამსახურებებზე დაფუძნებული, რომელიც აქვს, ამ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს და მიუღებელი არის ის დამოკიდებულება, რომელიც ისმის სხვადასხვა ევრობიუროკრატის მხრიდან. ჩვენ ამ ფორუმის და სხვადასხვა ფორმატების ფარგლებში გვეძლევა საშუალება იმასთან დაკავშირებით, რომ გავაჟღეროთ ყველა ის პოზიცია, რომელიც აქვს საქართველოს და რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას.“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.