პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატები არ გვპატიობენ სუვერენიტეტის დაცვას – დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდე ქვეყანაში არეულობის მოწყობის კიდევ არაერთი უშედეგო მცდელობა იქნება

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ევრობიუროკრატები კვლავ შეეცდებიან საქართველოში არეულობის მოწყობას და საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას არ შეეგუებიან. დეპუტატი საკომსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზეც საუბრობს, რომელიც რადიკალური ოპოზიციური პარტიების აკრძალვას უკავშირდება.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო გვერდს ვერ აუვლის იმ უამრავ მტკიცებულებას, რომელიც საპარლამენტო კომისიამ მოიპოვა.

„ევრობიუროკრატები არ აპირებენ, თავი დაგვანებონ მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო მყარად იცავს სუვერენიტეტს. ისინი კვლავ ეცდებიან საქართველოში არეულობის მოწყობას. მათ არ სურთ მიიღონ ის მოცემულობა, რომ საქართველომ გაბედა და საკუთარი სუვერენიტეტი დაიცვა. მათ არეულობა გამოუვიდათ უკრაინაში და კიდევ ბევრ სხვა სახელმწიფოში; მოლდოვას ათქმევინეს – სხვა ქვეყანასთან გავერთიანდებით და ისე მიგვიღეთ ევროკავშირშიო. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ისინი სუვერენიტეტის დაცვას არ გვაპატიებენ. ევრობიუროკრატები ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ, თუკი ამ კავშირის წევრები გახდებიან, არავითარი უფლება არ ექნებათ და, ფაქტობრივად, სუვერენიტეტსაც დაკარგავენ. კიდევ არაერთი მცდელობა იქნება არჩევნებამდე ქვეყანაში არეულობის მოწყობისა, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ერთი წელიც არაა გასული პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებების განხილვებიდან.

პირდაპირ ეთერში ქართული საზოგადოება ხედავდა, რას საუბრობდნენ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მოწვეული ადამიანები. ვინც იმ რეჟიმს გადაურჩა, ზოგი დასახიჩრებული მოვიდა, ზოგი საკუთარ გარდაცვლილ ოჯახის წევრზე ყვებოდა – რა უბედურება გამოატარა სააკაშვილის რეჟიმმა. ძალიან მაღალი ხარისხის საგამოძიებო დასკვნაა – ვიდეო და აუდიო მასალით, და ეს ყველაფერი საერთაშორისო გადაწყვეტილებებით არის გამყარებული. შესაბამისად, ვერავის მოუტრიალდება ენა და ვერ იტყვის, რომ ასეთი ტიპის ორგანიზაცია („ნაციონალური მოძრაობა“) ან მისი დანამატები უნდა არსებობდნენ პოლიტიკაში. ნიურნბერგის პროცესზე სხვა არაფერი მომხდარა, როცა ნაციონალ-სოციალისტური [ფაშისტური] პარტია გასამართლდა. აზრადაც არავის მოუვიდოდა, რომ ჰიტლერი და მისი პარტია კიდევ დაეშვათ არჩევნებში. „ნაცმოძრაობა“ და მისი აქტივი, ახლა რომ პატრიოტულ განცხადებებს აკეთებს, გადახედოს თავის წარსულს. ქართულ პოლიტიკას არაფერი ეშველება, ვიდრე ეს პარტიები და მათი დანამატები იარსებებენ. შესაბამისად, იმედია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.