პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: IRI-ის კვლევაში ციფრებშია დანახული მმართველი პარტიის პოლიტიკური უპირატესობა და ე.წ უსამშობლოთა კრიზისი – ოპოზიციის მხრიდან ამ ინფორმაციის დამალვა ადასტურებს, რომ ისინი პოლიტიკურად განულებულები არიან

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი IRI-ის კვლევას ეხმიანება, რომლის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 36% აქვს, ხოლო რადიკალური ოპოზიციის ფრთის წარმომადგენლებს ჯამში – 16%.

მისი შეფასებით, კვლევის მონაცემები მმართველი პარტიის პოლიტიკურ უპირატესობასა და რადიკალური ოპოზიციის დაბალ რეიტინგზე მიუთითებს.

„IRI-ის სავარაუდო კვლევამ რადიკალური ოპოზიციის ფრთის წარმომადგენლებში აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება გამოიწვია. გავრცელებული მონაცემებით, რომლებსაც ისინი რამდენიმე დღე მალავდნენ, „ქართულ ოცნებას“ 36% აქვს, ხოლო მათ ჯამში – 16%. ამ კვლევით ციფრებშია დანახული მმართველი პარტიის პოლიტიკური უპირატესობა და ე.წ უსამშობლოთა კრიზისი. კერძოდ, რადიკალური ოპოზიციის ფრთის დაბალი ჯამური რეიტინგი (16%) მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი მათში ვერ ხედავს რეალურ, სანდო და კომპეტენტურ ძალას – ალტერნატივას, რომელსაც ქვეყნის მართვას მიანდობდა. მათი მხრიდან ამ ინფორმაციის დამალვის ფაქტი პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი სტრატეგიულად განულებულნი არიან. ნაცვლად იმისა, რომ არასახარბიელო შედეგები შიდა რეფორმების, ტაქტიკის შეცვლისა და ამომრჩეველთან მუშაობის გაძლიერების სტიმულად გამოიყენონ, ფაქტია, რომ ინფორმაციული თავდაცვისა და რეალობისგან გაქცევის გზას ირჩევენ. არასასურველი ციფრების დანახვისას თვალებზე ხელების აფარება, რადიკალური ოპოზიციის ფრთის მხრიდან, წაგებამდე წაგების აღიარებაა. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ მათივე ამომრჩეველი დემორალიზებულია და ნიჰილიზმს მიეცა, რადგან ხვდება, რომ მისი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ უკვე გამარჯვებამდე გამარჯვებულია!”- წერს თამთა მეგრელიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.