პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაზე, რომლითაც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველო ყველა პირობას აკმაყოფილებს და ეს ევროპული ინსტიტუტების კვლევებითაც დასტურდება; ევრობიუროკრატების მხრიდან კი საქართველოს შესახებ მსგავსი რეზოლუციების მიღება ადასტურებს, რომ ისინი თავად იქცნენ დიქტატორებად.

„როდესაც ევრობიუროკრატიის წარმომადგენელი საქართველოზე ასე საუბრობს – იმ კანდიდატ ქვეყანაზე, რომელსაც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა პირობა შესრულებული აქვს და ამას მათივე ინსტიტუტების კვლევები ადასტურებს, ეს ერთ რამეზე მეტყველებს: ისინი თავად იქცნენ დიქტატორებად და არც ბულინგს ერიდებიან. თავად ევრობიუროკრატები ჩინეთშიც ჩადიან, ხელშეკრულებებსაც აფორმებენ, მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩინეთი დიქტატორული ქვეყანაა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.