პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – არ გამოვრიცხავ, მის შემდეგ წერილს გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობოს გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია

“არ გამოვრიცხავ, შემდეგ წერილს ეკა გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილებთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი კირცხალიას თქმით, რაც დრო გადის, ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერას ემსგავსება.

“მან თვითონ მიიყვანა თავის თავი ამ მდგომარეობამდე. ისეთი ხელწერით და ისეთი ქრონოლოგიით მიდის, არ გამოვრიცხავ, შემდეგ წერილს ეკა გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენი მხრიდან კეთდება ეს განცხადება, მაგრამ თავად ჩაიგდო თავის თავი ამ მდგომარეობაში. რა შეფასებასაც ვაძლევთ, სრულიად ლოგიკური შეფასებაა. მერამდენე წერილია, უკვე აღარც მახსოვს, არც იყო სერიოზული ეს ყველაფერი, მაგრამ ქრონოლოგია და მიმდინარეობა, რაც დრო გადის, იმ ხელწერას ემსგავსება, რომელსაც ვხედავთ “ნაციონალურ მოძრაობაში”. ანუ რას ამბობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, რომ თურმე მისით ამოდიოდა ქვეყანაში მზე და მისით ჩაესვენა მზე?! ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.