პოლიტიკა

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების დელეგატი, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე დიმიტრი ხუნდაძემ ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პრინციპები და პარლამენტის წევრის, როგორც მუნიციპალიტეტების დელეგატის, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდული საბჭოს საქმიანობასა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან შეხვედრას ასევე პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე დაესწრო.

„დუშეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან შეხვედრისას დარგობრივ პროფესიულ საკითხებზე და მრჩეველთა საბჭოში მათი საქმიანობის საკითხებზე ვისაუბრეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდები აქტიურად არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე ინფორმირებულები და ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საინტერესო ხედვები და მოსაზრებები აქვთ. შეხვედრაზე შემდგომი კომუნიკაციის მიმართულებებზე შევთანხმდით, რათა მათი აქტივობების სწორი კოორდინაცია მოხდეს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნაცმოძრაობის აქტივისტი მამუკაშვილი: ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე “სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები? ანუ ტიპი აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, მამაკაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?!

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.