პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: რომ არა პირველი ოქტომბერი, ყველა ის ბრძანება, რაც მოვიდოდა უცხოეთიდან, იქნებოდა ეს მეორე ფრონტი, ქართული ოჯახების დანგრევა თუ ლგბტ პროპაგანდის გავრცელება, პირნათლად შესრულდებოდა

საქართველოს უახლესი ისტორიისათვის გარდამტეხ თარიღად აფასებს 2012 წლის 1 ოქტომბერს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, სწორედ ამ თარიღმა განსაზღვრა ქვეყნის სწორად განვითარება.

გურამ მაჭარაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვან პროცესებს ჩაუყარა საფუძველი, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.

„პირველ რიგში მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს 1 ოქტომბერი, რადგან ეს დღე უახლოეს ისტორიაში ჩაიწერა გარდამტეხ თარიღად, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქართული სახელმწიფოს სწორად განვითარებას. რა თქმა უნდა, ამ დღეს ვულოცავ მთავარ შემოქმედს – ბიძინა ივანიშვილს, ქართულ საზოგადოებას, 2012-იანელებს, იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა სფეროს წარმოადგენდა და იბრძოდა რეჟიმის წინააღმდეგ, რათა ის პოლიტიკურ წარსულს ჩაბარებოდა. რომ არა ეს დღე და რომ არა არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილება, დღეს ჩვენ ვიქნებოდით ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც იმყოფება, სამწუხაროდ, უკრაინა – საომარ ვითარებაში. 2022 წელს „ხალხის ძალამ“ საზოგადოებას დავანახეთ ის რეალობა, რასაც ქვეყანას ევროდემოკრატია, „დიფ სთეიტი“ და გლობალური ომის პარტია უპირებდა. ეს არ იყო მარტივი საკითხი. უნდა დაგვეჯერებინა საზოგადოებისთვის, რომ უცხოეთიდან საქართველოში აპირებდნენ მეორე ფრონტის გახსნას (ეს მცდელობა დღემდე გრძელდება), ლგბტ პროპაგანდას, რევოლუციური სცენარების განვითარებას ხელისუფლების შესაცვლელად და ა.შ. რომ არა 2012 წლის პირველი ოქტომბერი, სამწუხაროდ, ყველა ის ბრძანება, რაც მოვიდოდა უცხოეთიდან, იქნებოდა ეს მეორე ფრონტი, ქართული ოჯახების დანგრევა თუ ლგბტ პროპაგანდის გავრცელება, ყველაფერი პირნათლად შესრულდებოდა ისევე, როგორც ეს სრულდება იმ ქვეყნებში, სადაც ევრობიუროკრატიას თავისი ხელისუფლება ჰყავს. ასე რომ, 1 ოქტომბერი საქართველოს უახლესი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. 14 წლისთავზე ვიტყოდი იმასაც, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი და გასაკეთებელი,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.