პოლიტიკა

ევროკომისიის კვლევა: მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია

მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

პროექტ ევრომონიტორის ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა.

შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54.1% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით საქართველო მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში მე-8 პოზიციაზე იყო. 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეული კი ასე ჩამოყალიბდა: ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო, ავსტრია და საქართველო.

მთავრობის ნდობის რეიტინგით ევროპაში ბოლო პოზიციებზე ნიდერლანდები, ბოსნია ჰეცოგოვინა, საფრანგეთი, საბერძნეთი და სლოვენია გამწესდა.
„ევრობარომეტრი“ არის გამოკითხვის ინსტრუმენტი, რომელსაც ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები თუ სააგენტოები იყენებენ ევროპაში საზოგადოებრივი აზრის რეგულარული მონიტორინგისთვის — როგორც ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისე პოლიტიკური თუ სოციალური ხასიათის თემებზე არსებული განწყობების შესასწავლად.

„ევრობარომეტრი“ უზრუნველყოფს ხარისხიან და აქტუალურ მონაცემებს საზოგადოებრივი აზრის ექსპერტებისთვის, მკვლევრებისთვის, მედიისა და ფართო საზოგადოებისთვის.

„ევრობარომეტრის“ პროექტი 1974 წელს, ევროკომისიის ფარგლებში, ჟაკ-რენე რაბიემ — ჟან მონეს ყოფილმა თანამშრომელმა და ინფორმაციის საკითხებში გენერალურმა დირექტორმა — წამოიწყო; თავდაპირველად ის ჩაფიქრებული იყო, როგორც საშუალება, რომელიც „ევროპელებს საკუთარ თავს დაანახებდა“. მას შემდეგ პროექტი მნიშვნელოვნად განვითარდა და გაფართოვდა, მათ შორის გამოკითხვის სხვადასხვა ინსტრუმენტის დანერგვის გზით. 2007 წელს ევროპარლამენტმა დაიწყო „ევრობარომეტრის“ გამოკითხვების საკუთარი რეგულარული სერიის განხორციელება, სადაც ყურადღება მახვილდებოდა, მათ შორის, უშუალოდ ევროპარლამენტისთვის მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ევროპული არჩევნები. ევროკომისიისა და ევროპარლამენტის გარდა, დღეს „ევრობარომეტრის“ გამოკითხვებს ევროკავშირის არაერთი სხვა ინსტიტუტი და სააგენტოც იყენებს.

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თანმიმდევრულად გაშუქებული თემების მრავალფეროვნება, პუბლიკაციების რეგულარულობა და ფართო გეოგრაფიული მოცვა „ევრობარომეტრს“ ევროკავშირში ცოდნისა და ინფორმაციის უნიკალურ წყაროდ აქცევს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.