პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ისტორიაში 2012 წლის 1 ოქტომბერი არ არის რიგითი კალენდარული თარიღი – ეს არის ახალი ათვლის წერტილი, საიდანაც სახელმწიფოს მართვის სისტემამ ფუნდამენტური, ძირეული ტრანსფორმაცია განიცადა და ერთპიროვნული და ძალადობრივი რეჟიმი ინსტიტუციურმა წესრიგმა, ძალაუფლების დეცენტრალიზაციამ და კანონის უზენაესობამ ჩაანაცვლა

x

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი 2012 წლის 1 ოქტომბერს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გარდამტეხ თარიღად აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ დღიდან სახელმწიფოს მართვის სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები დაიწყო და ერთპიროვნული მმართველობა ინსტიტუციურმა წესრიგმა, ძალაუფლების დეცენტრალიზაციამ და კანონის უზენაესობამ ჩაანაცვლა.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, 2012 წლის 1 ოქტომბერს მიღწეული გამარჯვება იყო ბორკილების მსხვრევა, გარდამტეხი მომენტი, რამაც „ქართულ ოცნებას“ ხელ-ფეხი გაუხსნა, დაეწყო ქვეყნის სუვერენიტეტის ხაზგასმით სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება, და ეს პროცესი, როგორც მმართველი პარტიის პოლიტიკური მისია, უცვლელია.

მისივე შეფასებით, ბრძოლა, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო, დღესაც გრძელდება, ამ ბრძოლას, სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიზნით, კომპრომისის გარეშე გაგრძელება სჭირდება.

„ისტორიაში 2012 წლის 1 ოქტომბერი არ არის რიგითი კალენდარული თარიღი — ეს არის ახალი ათვლის წერტილი, საიდანაც სახელმწიფოს მართვის სისტემამ ფუნდამენტური, ძირეული ტრანსფორმაცია განიცადა და ერთპიროვნული და ძალადობრივი რეჟიმი ინსტიტუციურმა წესრიგმა, ძალაუფლების დეცენტრალიზაციამ და კანონის უზენაესობამ ჩაანაცვლა.
2012 წლის 1 ოქტომბერს მიღწეული გამარჯვება იყო ბორკილების მსხვრევა, გარდამტეხი მომენტი, რამაც ამ პოლიტიკურ ძალას ხელ-ფეხი გაუხსნა, დაეწყო ქვეყნის სუვერენიტეტის ხაზგასმით სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება, და ეს პროცესი, როგორც ამ ძალის პოლიტიკური მისია, უცვლელია.
წლებთან ერთად ღიად გამოიკვეთნენ ძველი პოლიტიკური ძალის, როგორც მარიონეტის, რეალური მმართველები — ე.წ. გლობალური ძალები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს, როგორც კარგ ნადავლს, არ თმობენ და დესტრუქციულ ოპოზიციას ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად მრავალსაფეხურიან ანტისახელმწიფოებრივ გზებსა და ფინანსებს სთავაზობენ.
გარე და შიდა აგენტურის, რადიკალური ოპოზიციისა და ფსევდო-არასამთავრობო სექტორის გამოყენებით, გახსოვთ „მაიდანის“ სცენარები, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, ე.წ. „ტექნიკური, გარდამავალი მთავრობებისა“ და ალტერნატიული პარლამენტების შექმნის აბსურდული იდეები, რომელთა ერთადერთი მიზანი ქვეყნის სრულ ქაოსში ჩაძირვა და იმ ძირითადი მონაპოვრის წართმევა იყო, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერმა მოიტანა.
დღეს, 14 წლის თავზეც, ამ პოლიტიკურ ქარტეხილებში ქართველი ხალხისა და ეროვნული ხელისუფლების ურყევი ნება არ აძლევს აგენტურულ ქსელს მართვის სადავეებს, რათა პოლიტიკურ შავ ბაზარზე საქართველო საკუთარი ინტერესების ფასად გაყიდონ.
ბრძოლა, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო, დღესაც გრძელდება, და სწორედ ეს განგრძობადობა ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხი, ბიძინა ივანიშვილის იმედითა და თაოსნობით, ამ ბრძოლაში აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭირო დროს შევიდა და, ზემოაღნიშნული გამოწვევებისა და ლოგიკური შიდა ფილტრაციის ფონზე, სუვერენიტეტისთვის, მშვიდობისა და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად აგრძელებს ბრძოლას, რომელშიც კომპრომისი არ დაიშვება.“ – წერს მეგრელიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.