პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა – ევროკომისიის კვლევა ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობებს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც იოტისოდენა საფუძველიც კი არ აქვს

x

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მედიასთან საუბრისას მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კვლევამ, რომელიც ევროკომისიის მიერ ჩატარდა, ფარდა ახადა არაფორმალური ძალების მხრიდან ევროპელი ბიუროკრატების მიზანმიმართულ გამოყენებას საქართველოს წინააღმდეგ.

„როდესაც, ერთი მხრივ, ევროკავშირის ლიდერები ხელოვნურად, მიზანმიმართულად ყოფენ ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას, ხოლო, მეორე მხრივ, ევროკომისიის კვლევა ამბობს, რომ საქართველო მთავრობა ნდობის რეიტინგში ევროკავშირის მასშტაბით მეხუთე პოზიციაზეა, ეს ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობებს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც იოტისოდენა საფუძველიც კი არ აქვს. ხშირად ვისმენთ დაუსაბუთებელ კრიტიკას ჩვენი ხელისუფლების მიმართ და ამ კრიტიკის ავტორები ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები არიან. ხშირად ამბობენ ისინი, რომ მთავრობის ცუდი ქმედებების მიუხედავად არ მიატოვებენ ქართველ ხალხს. მე მაინტერესებს, რომელ ქართველ ხალხს ესაუბრებიან ეს ბიუროკრატები? მათივე კვლევამ დაადასტურა, რომ ქართველი ხალხი ენდობა იმ ხელისუფლებას, რომელიც მან აირჩია და ნდობის ეს ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ევროპაში მეხუთე პოზიციას ვიკავებთ. ეს კვლევა ამბობს, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა არის ერთ ვექტორზე, ეს კვლევა ამბობს, რომ მთავრობას ესმის ქართველი ხალხის და ქართველი ხალხი ენდობა მთავრობას“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ევროკომისიის „ევრობარომეტრის“ კვლევის მიხედვით, მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო 54.1%-ით ევროპის ქვეყნების ხუთეულშია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.