პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე “ნეტგაზეთს”: სულხან თამაზაშვილი 2008 წლის ომში არ გაქცევია სიცოცხლის რისკს საქართველოსთვის, ამასთან, ცნობილია, მთელი ოჯახის ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილის შესახებ “ნეტგაზეთის” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც ხაზგასმულია, რომ თამაზაშვილი 2008 წლიდან მუშაობდა შსს-ში და მას 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ანანიძე აქვეყნებს 2011 წელს გადაღებულ ფოტოს, სადაც “ქართული ოცნების” დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად სულხან თამაზაშვილის მამა, ჯემალ თამაზაშვილია და წერს, რომ მათი ოჯახის ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ყველასთვის ცნობილია.

“სულხან თამაზაშვილი, 2008 წლის ომში, არ გაქცევია სიცოცხლის რისკს საქართველოსთვის. ამასთან, ცნობილია, მთელი ოჯახის ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ფოტო: 2011 წელი – ბიძინა ივანიშვილი და ჯემალ თამაზაშვილი. ვერ მოარტყამთ ამ სამიზნეს ვერასდროს!” – წერს ცოტნე ანანიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.