პოლიტიკა

თამთა მიქელაძე: ძალიან მძიმე გამოცდილებები გვაქვს პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის, წამების, წინა მმართველობის დროს, ეს იყო ადამიანის უფლებების ყველაზე სისტემური და მასობრივი დარღვევის პრაქტიკა – წამების აკრძალვა ნამდვილად გადაილახა ბოლო წლებში, ციხეებში იგივე მოპყრობა აღარ ჩანს

ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდილებები გვაქვს არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის, წამების პენიტენციურ სისტემაში წინა მმართველობის დროს. ეს იყო ადამიანის უფლებების ყველაზე სისტემური და მასობრივი დარღვევის პრაქტიკა, – ამის შესახებ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორმა, თამთა მიქელაძემ, “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი განცხადებით, “ქართული ოცნების” პირობებში, ციხეებში წამება ნამდვილად გადაილახა და პენიტენციურ დაწესებულებებში ისეთივე მოპყრობა აღარ ჩანს, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო.

“ჩვენ ვხედავდით, რომ ეს იყო რუტინული, ნორმალიზებული და ყოველდღიური და რაღაცნაირად ჩვენ რამდენიმე წლის წინ ვთქვით, რომ იგივე აღარ უნდა მომხდარიყო ციხეში, სახელმწიფოს იგივე არ უნდა გაეკეთებინა მოქალაქეების მიმართ, თუმცა, ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ საპოლიციო ძალადობის მძიმე გამოცდილება.
“ქართული ოცნება” მუდმივად ცდილობს ხოლმე, რომ წინა მმართველობას გაემიჯნოს და თქვას, რომ მას რაღაცა ტიპის წითელი ხაზები აქვს ქცევაში, თუმცა წამების აკრძალვა, რომელიც თითქოს ასეთი წითელი ხაზი იყო, ციხეში, ნამდვილად გადაილახა ბოლო წლებში. ციხეებში იგივე მოპყრობა აღარ ჩანს,” – განაცხადა თამთა მიქელაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნაცმოძრაობის აქტივისტი მამუკაშვილი: ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე “სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები? ანუ ტიპი აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, მამაკაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?!

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.