პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა

წარედგინა ისეთი საგრანტო პროგრამები, რომელსაც ჩავთვლიდით საჭიროდ, რომ არის დასაფინანსებელი და დავუფინანსებდით. და თუ წარადგინეს ისეთი პროგრამები, რომელიც არ ჩაითვალა საჭიროდ, დაფინანსებულიყო და ეს თუ გახდა რომელიმე ორგანიზაციის დახურვის მიზეზი, ეს მოიკითხოს იმ ორგანიზაციებში, რომელი ორგანიზაციებიც კარნახობენ იმ საფუძვლებს, რა საფუძვლებითაც აკეთებს შემდეგ განცხადებებს, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ ფონდების დახურვაზე გერმანიის ელჩს მისსავე განცხადებაზე.

კირცხალიამ გერმანელ დიპლომატს მოუწოდა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების კრიტიკამდე გერმანიასა და ევროკავშირში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას გაეცნოს.

„ახლა რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობებს. მე მესმის, რომ გერმანია ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორია იმ ეკონომიკურ კავშირში, რასაც ჰქვია ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მე მას ვურჩევდი, რომ ასეთი ხმამაღალი განცხადებებისას მან გაითვალისწინოს მათ შორის, მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და პროცესები, მათ შორის, მის ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგები, ყველა ის დინამიკა, რაც ვითარდება მის ქვეყანაში. სად არის მათი ეკონომიკა დღეს, სად არის მთლიანად ჯამში ევროკავშირის ეკონომიკა დღეს, რა გამოწვევები აქვთ თუნდაც ენერგომატარებლების და ტარიფების მიმართულებით, რა მდგომარეობა აქვთ დასაქმების მიმართულებით, რა მდგომარეობა აქვთ მეწარმეობის და ინდუსტრიულ სფეროში და ამის შემდეგ აკეთონ ხმამაღალი განცხადებები, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე დაფუძნებული ნაბიჯი რომელ კავშირში, რომელ გაწევრიანებას აფერხებს.
მხოლოდ გერმანია არ არის გადაწყვეტილების მიმღები, რომელი ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში თუ რომელი არა. ასევე, კარგად დაფიქრდნენ მის ქვეყანაშიც. როდესაც წევრ ქვეყნებზე აქვთ საუბარი, ასევე, უნდა გადახედონ იმ გადაწყვეტილებებს, რომელ გადაწყვეტილებასაც ახლა იღებენ, როდესაც ახალი წევრი ქვეყნები, რომლებიც შემოვლენ, არ ექნებათ ხმის უფლება, არ ექნებათ ვეტოს უფლება და ასე შემდეგ, და ზოგადად მმართველობით სტილსაც უნდა გადახედონ იმიტომ, რომ არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა ევროკავშირი. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა.“-განაცხადა კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.