პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ევროკომისიის კვლევაზე: ერთია რეალობას აცდენილი პოლიტიკური განცხადებები ბრიუსელიდან და მეორეა ავტორიტეტული ორგანიზაციების და ინსტიტუციების მიერ ჩატარებული კვლევები, სადაც სხვადასხვა მიმართულებით საქართველო არა მხოლოდ რეგიონში, ხშირად მსოფლიო მასშტაბით არის ლიდერ პოზიციებზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ევროკომისიის კვლევა შეაფასა, რომლის მიხედვითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.
მან ჟურნალისტის კითხვაზე, „ამის ფონზე ისმის კრიტიკა ევროპის და ამერიკის მხრიდან, კერძოდ, კონგრესმენ ჯო უილსონის მხრიდან, რომელიც ასხვავებს ქართველ ხალხს და ხელისუფლებას ერთმანეთს“, კირცხალიამ აღნიშნა, რომ ბრიუსელიდან გაჟღერებული განცხადებები სრულიად აცდენილია რეალობას, რასაც საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუციების მიერ ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს.

მისივე თქმით, ეს განცხადებები ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან ცრუ აღქმების შექმნის მორიგი მცდელობაა და სწორედ ასეთი მშრალი ციფრები და ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები ცხადყოფს იმ რეალობას, რა რეალობაც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში.

„არაერთხელ გვითქვამს. ერთია ის პოლიტიკური განცხადებები, რეალობას აცდენილი პოლიტიკური განცხადებები ბრიუსელიდან და არა მხოლოდ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატრონებისგან, და მეორეა ის ძალიან მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ორგანიზაციების და ინსტიტუციების მიერ ჩატარებული კვლევები, სადაც სხვადასხვა მიმართულებით საქართველო არა მხოლოდ რეგიონში, ხშირად მსოფლიო მასშტაბით არის ხოლმე ლიდერ პოზიციებზე.
სწორედ ამას ხედავს საზოგადოება ბევრი წელია, სწორედ ამიტომ არის აი ამ პოლიტიკური განცხადებების გამკეთებელი ლიდერები და ეს ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ელიტა ნდობის და რეიტინგის იმ ნიშნულზე, პირველ რიგში, თავ-თავიანთ ქვეყნებში და შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, სადაც არიან: სრულიად განულებული და ნულს ქვემოთ. სწორედ ამიტომ არიან… აი ამ განცხადებების ფონზე, როდესაც დღეს არჩევნები მიმდინარეობს, არ შემიძლია არ გავახსენო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მათი სცენარები ამ არჩევნების მიმდინარეობის პერიოდშიც და წინასაარჩევნო პერიოდები, როდესაც აი ამ განცხადების ავტორები რუსთაველის გამზირზე გვედგნენ ანტისამთავრობო მიტინგებზე. არ შემიძლია გავახსენო აი ამ განცხადების ავტორებთან როგორ ჩადიოდა ეს აგენტურა და როგორ მართავდა წინასაარჩევნო პროცესს საპარლამენტო არჩევნების დროს თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს სხვადასხვა თავისი უფროსის და დამკვეთის ოთახის დერეფნებიდან. ისინი ველზე ვერ გადიოდნენ და დღესაც ეს განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება იმას, რასაც ემსახურებოდა წლებია ამ აგენტურისთვის, რომ როგორმე მათ შეუქმნან კვირიდან კვირამდე თუ თვიდან თვემდე რაიმე დღის წესრიგი. რა თქმა უნდა, დესტრუქციული დღის წესრიგი. კიდევ ერთხელ მცდელობა არის ასეთი განცხადების გამკეთებლები, როდესაც სრულიად აცდენილია ერთი კვლევები, ციფრები და მონაცემები და განცხადებები, რომ როგორმე კიდევ ერთხელ თავიანთივე განცხადებებით შექმნან ცრუ აღქმები ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ სწორედ ასეთი მშრალი ციფრები და ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები სხვადასხვა მიმართულებით ცხადყოფს იმ რეალობას, რა რეალობაც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში.“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.