ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ცოტნე ანანიძე„საზოგადოება კარგად ხედავს, სად გადის ზღვარი გულწრფელ წუხილსა და პოლიტიკურ სპეკულაციას შორის“ დღეს 24 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი13°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი16°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი15°C
  • თელავი13°C
  • გორი12°C
  • ახალციხე12°C
  • ოზურგეთი16°C
  • ამბროლაური10°C
  • მესტია6°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 19 ნოემბერი
  • USD2.5927−0.0001
  • EUR2.8447−0.0048
  • GBP3.4159−0.0035
  • TRY0.0514
  • 100 RUB3.1481+0.0071
  • AZN1.5254
  • 1000 AMD7.1874−0.0026
  • 10 UAH0.5725+0.0012
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ19 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ16:26
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 142 ნახვა

„2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციების დროს მამუკა ხაზარაძე სახალხო დაუმორჩილებლობას აცხადებდა“

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საზოგადოებას საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციების შესახებ პარტიების „ლელო“, „ფედერალისტები“ და „გახარია-საქართველოსთვის“ წევრების განცხადებები შეახსენა. კერძოდ ახსენა მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომელიც სრულ დაუმორჩილებლობას აცხადებდა.

„2024 წლის 15 ნოემბერს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: „უფლებას როცა გართმევენ და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება -სახალხო დაუმორჩილებლობა“. 4 დეკემბერს ხაზარაძემ განაცხადა: გეგმა ერთია - სრული დაუმორჩილებლობა “ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს!“ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიტიკური პატიმრები გავათავისუფლოთ. ეს ახალგაზრდები პოლიტპატიმრები არიან“! 2024 წლის 2 დეკემბერს ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა: „ვისაც არ მოგწონთ, რაც ახლა რუსთაველზე ხდება, შეგახსენებთ, რომ სანამ ხალხი აჯანყდებოდა, ის იყო მშვიდად და ითმენდა, ბევრი წელი, მაგრამ ხელისუფლებამ მას ყველა გზა წაართვა, რომ თავისი ხმა მიეწვდინა და თავისი უფლება და ინტერესი დაეცვა. 2024 წლის 11 დეკემბერს ანა დოლიძემ განაცხადა: - „საქართველოს ჰყავს 300 პოლიტპატიმარი, მათ შორის ჩვენი კოალიციის წევრი, ალეკო ელისაშვილი“.

2024 წლის 4 დეკემბერს გიგა ბოკერიამ განაცხადა: - „რეჟიმი მიმდინარე პროტესტში სერიოზულ საფრთხეს ხედავს“. „დღეს რეჟიმი რეპრესიების შემდგომ ეტაპზე გადავიდა - პარტიების ოფისების და აქტივისტების სახლების მასობრივი ჩხრეკა და დაკავებები ამაზრზენი ძალადობის თანხლებით. ხელახალი არჩევნების ჩატარებამდე პრეზიდენტის მიერ საზოგადოებასთან კონსულტაციების შედეგად შერჩეული პირები უნდა დაინიშნონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სუსის, და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა მოვალეობის შემსრულებლების პოზიციებზე.

2024 წლის 30 ნოემბერს გიორგი გახარიამ განაცხადა: - ყველა ადამიანი, რომლებმაც გუშინ ეს აქცია გამოიარეს და მსხვერპლი გახდნენ ძალადობის, მე თანადგომას ვუცხადებ და თითოეული მოქალაქის ვალდებულებად უნდა ვთქვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ და უსამართლოდ არიან დაკავებულები ჩვენ გვერდში უნდა დავუდგეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ჯანმრთელობისა და გათავისუფლებისთვის“,-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„ირაკლი კუპრაძე მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობასა და საღამოს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა“
  2. არჩილ გორდულაძე„„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები აქციების ორგანიზებასა და ფოიერვერკების შეძენაზე საუბრობდნენ, „საყოველთაო დაუმორჩილებლობას“ აანონსებდნენ და 2023–2025 წლებში დაპატიმრებულ პირებს „პატრიოტებად“ და „პოლიტპატიმრებად“ აცხადებდნენ“
  3. არჩილ გორდულაძე„მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახალგაზრდებმა „სწრაფად ისწავლეს თავდაცვა ტერორისტული შენაერთებისგან“, თინა ბოკუჩავა და ლევან ხაბეიშვილი კი აქციებზე დაკავებულთა და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ“
  4. არჩილ გორდულაძე„რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს არის მათი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, რაც არ მოსწონთ და მათთვის მიუღებელია, „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“ - მეტი რანაირად უნდა დაამტკიცონ, რომ ასაკრძალავები არიან“