განცხადება · 122 ნახვა
„როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო "ნაცები" ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. ეს მათი ხელწერაა- სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის "გასაპიარებელ" მასალად აქციონ“
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე ყველა შესაბამისი სახელმწიფო და მუნიციპალური სამსახური მობილიზებულია. შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი პირადად აკონტროლებს სამაშველო ოპერაციას, მიმდინარეობს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა და დაშავებულების დახმარება - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აბაშიძის თქმით, როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო "ნაცები" ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. მისივე თქმით, მათი ხელწერაა, სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის "გასაპიარებელ" მასალად აქციონ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
მისი შეფასებით, საზოგადოება არ უნდა შეეგუოს იმას, რომ სხვის უბედურებაზე ნადირობა და ტრაგედიით სპეკულირება პოლიტიკური ბრძოლის მისაღებ მეთოდად იქცეს.
„ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე ყველა შესაბამისი სახელმწიფო და მუნიციპალური სამსახური მობილიზებულია. შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი პირადად აკონტროლებს სამაშველო ოპერაციას, მიმდინარეობს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა და დაშავებულების დახმარება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ლაბორატორია კორპუსის მდგრადობას სწავლობს, საჭიროების შემთხვევაში კი 90-ვე ოჯახის სასტუმროებში განთავსებისთვის ყველაფერი მზად არის. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ადამიანების გადასარჩენად და დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად.
და ზუსტად ამ დროს, როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო "ნაცები" ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. ეს მათი ძველი, კარგად ნაცნობი ხელწერაა — სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის "გასაპიარებელ" მასალად აქციონ. ეს არა მხოლოდ ცინიზმის უკიდურესი გამოვლინებაა, არამედ ადამიანური და ზნეობრივი გაკოტრების სრული დემონსტრირებაა.
ასეთი პოლიტიკური სვავები ასაკრძალები და გასაუქმებლები კი არა, საჯარო სივრციდან გასაძევებლები არიან! საზოგადოებამ არ უნდა შეეგუოს იმას, რომ სხვის უბედურებაზე ნადირობა და ტრაგედიით სპეკულირება პოლიტიკური ბრძოლის მისაღებ მეთოდად იქცეს.“ - წერს აბაშიძე.
გია აბაშიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გია აბაშიძე„ფულის სანაცვლოდ ყველაფრის მკადრებელ ქართველ პოლიტიკოსებში კუკავას კალიბრის მხოლოდ შალვა ნათელაშვილია. დაველოდოთ, იქნებ ღარიბაშვილმა ეს მაგალითი რჩევადაც მიიღოს და ცოტა ხანში შალვა ნათელაშვილიც აალაპარაკოს საკუთარ სისპეტაკეზე“
- გია აბაშიძე„ზურა გირჩი ჯაფარიძის პოლიტიკური უვიცობა უსაზღვროა. ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს ეროვნული ბანკის ფუნქციებზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე ოცნებობს და ამტკიცებს, რომ ლარის კურსი არ არის ეროვნული ბანკის საქმე, მაშინ როცა კანონი საპირისპიროს პირდაპირ განსაზღვრავს“
- გია აბაშიძე„საქართველოსთან შანტაჟისა და ზეწოლის ენით საუბრით ბრიუსელი ვერც შედეგს მიაღწევს და ვერც საქართველოსგან დათმობებს მიიღებს — იქ, სადაც სახელმწიფოს ღირსებას არ სცემენ პატივს და სათანადო მოწვევასაც არ გზავნიან, ფორმალურ დასწრებას აზრი არ აქვს“
- გია აბაშიძე„დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს. ამბიონი არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად“
