განცხადება · 186 ნახვა
„ფულის სანაცვლოდ ყველაფრის მკადრებელ ქართველ პოლიტიკოსებში კუკავას კალიბრის მხოლოდ შალვა ნათელაშვილია. დაველოდოთ, იქნებ ღარიბაშვილმა ეს მაგალითი რჩევადაც მიიღოს და ცოტა ხანში შალვა ნათელაშვილიც აალაპარაკოს საკუთარ სისპეტაკეზე“
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა გააქტიურებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის დაცვა კახა კუკავამაც დაიწყო, რომლისთვისაც, მთავარი ფინანსური სარგებელია.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილს, რომელსაც სახლიდან მილიონები ამოუღეს და რომელმაც ფინანსური დანაშაული აღიარა, კიდევ ბევრი აქვს გადამალული. მისი თქმით, სხვაგვარად, ყველასთვის ისედაც ცხადია, რომ კუკავა მას უფასოდ არ დაიცავდა და „ქართულ ოცნებას“ ტალახს არ ესროდა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ოდნავ დაკვირვებული თვალი რამდენიმე კვირის წინაც შეამჩნევდა, რომ დიტო ჩუბინიძისა და „ასავალ-დასავალის“, კახა კახიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დამცველთა რიგებში ჩამდგარი სხვა სუბიექტების შემდეგ, ამ მიმართულებით განსაკუთრებული აქტიურობა ყველასთვის კარგად ნაცნობმა, ბევრჯერ გაყიდულმა და გადაყიდულმა კახა კუკავამაც დაიწყო.
თუკი, მაგალითად, კახიშვილის შემთხვევაში ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ღარიბაშვილის მთავრობაში მუშაობის გამო მას ყოფილი პრემიერის წინაშე გარკვეული ვალდებულებები გააჩნია, კუკავას მხოლოდ „ფულის ენა“ ესმის. მისთვის არ არსებობს ისეთი უსინდისობა, რომელსაც ხელს არ მოაწერს — უბრალოდ, სხვადასხვა სიბინძურის ჩადენას სხვადასხვა ფასი აქვს.
ჰოდა, როგორც ჩანს, ღარიბაშვილს, რომელსაც სახლიდან მილიონები ამოუღეს და რომელმაც ფინანსური დანაშაული აღიარა, კიდევ ბევრი აქვს გადამალული. სხვაგვარად, ყველასთვის ისედაც ცხადია, რომ კუკავა მას უფასოდ არ დაიცავდა და „ქართულ ოცნებას“ ტალახს არ ესროდა.
ახალგაზრდებს რომ კარგად ესმოდეთ, წარმოიდგინეთ: ფულის სანაცვლოდ ყველაფრის მკადრებელ ქართველ პოლიტიკოსებში კუკავას კალიბრის მხოლოდ შალვა ნათელაშვილია. დაველოდოთ, იქნებ ღარიბაშვილმა ეს მაგალითი რჩევადაც მიიღოს და ცოტა ხანში შალვა ნათელაშვილიც აალაპარაკოს საკუთარ სისპეტაკეზე.“ - წერს აბაშიძე.
გია აბაშიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გია აბაშიძე„როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო "ნაცები" ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. ეს მათი ხელწერაა- სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის "გასაპიარებელ" მასალად აქციონ“
- გია აბაშიძე„ზურა გირჩი ჯაფარიძის პოლიტიკური უვიცობა უსაზღვროა. ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს ეროვნული ბანკის ფუნქციებზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე ოცნებობს და ამტკიცებს, რომ ლარის კურსი არ არის ეროვნული ბანკის საქმე, მაშინ როცა კანონი საპირისპიროს პირდაპირ განსაზღვრავს“
- გია აბაშიძე„საქართველოსთან შანტაჟისა და ზეწოლის ენით საუბრით ბრიუსელი ვერც შედეგს მიაღწევს და ვერც საქართველოსგან დათმობებს მიიღებს — იქ, სადაც სახელმწიფოს ღირსებას არ სცემენ პატივს და სათანადო მოწვევასაც არ გზავნიან, ფორმალურ დასწრებას აზრი არ აქვს“
- გია აბაშიძე„დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს. ამბიონი არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად“
