განცხადება · 101 ნახვა
„ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“
ნაცებს ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ, რომელიც მათი პოლიტიკური ბუნების უტყუარი გამოვლინებაა, ტრაგედიებით სპეკულირება და ადამიანების უბედურების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ასეთ შემთხვევებს სვავებივით არიან ჩასაფრებულები, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე ოპოზიციის პროპაგანდისტის თორნიკე რაზმაძის Facebook სტატუსს, სადაც ნათქვამია, რომ „რანაირად გგონიათ, რომ თუ პოლიტიკაზე ხმას არ ამოიღებთ, პრობლემები თქვენს ოჯახს არ შეეხება?“.
ჩიხელიძის თქმით, ოპოზიციისთვის კეთილდღეობა უბედურებაა, ხოლო ადამიანური ტრაგედია, პოლიტიკური დიდი ბედნიერება და შესაძლებლობის ახალი ფანჯარა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ ნაცებს ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ, რომელიც მათი პოლიტიკური ბუნების უტყუარი გამოვლინებაა, ტრაგედიებით სპეკულირება და ადამიანების უბედურების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ასეთ შემთხვევებს სვავებივით არიან ჩასაფრებულები.
ახლაც, როდესაც ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს.
რა უნდათ ამ ადამიანებს პოლიტიკაში? მათთვის კეთილდღეობა უბედურება არის, ხოლო ადამიანური ტრაგედია, პოლიტიკური დიდი ბედნიერება და შესაძლებლობის ახალი ფანჯარა.“ - წერს ჩიხელიძე.
დავით ჩიხელიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- დავით ჩიხელიძე„ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“
- დავით ჩიხელიძე„ეკონომიკაზე მსჯელობა, მხოლოდ ტერმინების დაზეპირება არ არის, აუცილებელია შინაარსის ცოდნა, თუ რა ფუნქციები აქვს ქვეყნის მთავარ მონეტარულ ინსტიტუტს, მაგრამ ზურა გირჩი ჯაფარიძე აკაცუკების იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლისთვის შინაარსში შესვლა აკრძალულია“
- დავით ჩიხელიძე„არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის მტრების მხარეს დგომა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ქადაგება სწორედ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს“
- დავით ჩიხელიძე„ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპოზიციას რომ საქართველოს წინსვლა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება უხაროდეთ, ვიზიტის მნიშვნელობას სათანადოდ შეაფასებდნენ“
