ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ცოტნე ანანიძე„საზოგადოება კარგად ხედავს, სად გადის ზღვარი გულწრფელ წუხილსა და პოლიტიკურ სპეკულაციას შორის“ დღეს 24 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი13°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი16°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი15°C
  • თელავი13°C
  • გორი12°C
  • ახალციხე12°C
  • ოზურგეთი16°C
  • ამბროლაური10°C
  • მესტია6°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 19 ნოემბერი
  • USD2.5927−0.0001
  • EUR2.8447−0.0048
  • GBP3.4159−0.0035
  • TRY0.0514
  • 100 RUB3.1481+0.0071
  • AZN1.5254
  • 1000 AMD7.1874−0.0026
  • 10 UAH0.5725+0.0012
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ19 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ15:57
ლადო სადღობელაშვილი

განცხადება · 101 ნახვა

ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრაზე

„დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, ვიმედოვნებ, ეს პროცესი პრაგმატული შედეგების მომტანი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული მიზნის - ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის საქმეში“

თითქმის ორი ათწლეულია საქართველოსა და რუსეთს შუამავლების გარეშე მოლაპარაკება არ ჰქონიათ. ამ ფონზე პირდაპირი ორმხრივი კონტაქტის აღდგენა თავის მხრივ დადებითი პროცესია. ეს არის პრაგმატული ნაბიჯი, რომელიც პირველ რიგში საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს მოემსახურება, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის 19 ნოემბერს ქალაქ მინსკში გასამართ შეხვედრასთან დაკავშირებით.

სადღობელაშვილი აღნიშნავს, რომ პირდაპირი დიალოგი პოზიციების დათმობას არ ნიშნავს, არამედ, საქართველოს სახელმწიფოებრივი პოზიციის უშუალოდ და მკაფიოდ დაფიქსირების შესაძლებლობას იძლევა.

მისივე შეფასებით, შუამავლების გარეშე კომუნიკაცია ხელს შეუწყობს უსაფრთხოების საკითხებზე სწრაფ რეაგირებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას და რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებას.

„თითქმის ორი ათწლეულია საქართველოსა და რუსეთს შუამავლების გარეშე მოლაპარაკება არ ჰქონიათ. ამ ფონზე პირდაპირი ორმხრივი კონტაქტის აღდგენა თავის მხრივ დადებითი პროცესია. ეს არის პრაგმატული ნაბიჯი, რომელიც პირველ რიგში საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს მოემსახურება. პირდაპირი დიალოგი არ ნიშნავს რაიმე სახით პოზიციების დათმობას ანდა მეორე მხარესთან პირისპირ მარტო დარჩენას, ეს ნიშნავს სახელმწიფოებრივი პოზიციის უშუალო და მკაფიო დაფიქსირებას.

- პირდაპირ დიალოგს შეუძლია კონკრეტული სარგებელი მოუტანოს ჩვენს ქვეყანას! საერთაშორისო ფორმატების (როგორიცაა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები) პარალელურად, ორმხრივი არხების არსებობა აუცილებელია ადგილზე არსებული მწვავე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების პრობლემების ოპერატიულად მოსაგვარებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად.

კრიზისულ სიტუაციებსა და უსაფრთხოების საკითხებზე სწრაფი რეაგირება შუამავლების გარეშე უფრო ეფექტური იქნება, რაც რეალურად შეამცირებს ესკალაციისა და გაუგებრობების რისკს.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების, გადაადგილების თავისუფლებისა და უკანონო დაკავებების პრევენციის საკითხებზე პირდაპირი მუშაობა ადამიანების ყოველდღიურ ყოფას გააუმჯობესებს.

რეგიონში სიმშვიდისა და პროგნოზირებადი გარემოს შენარჩუნება პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ტურიზმსა და საინვესტიციო მიმზიდველობაზე.

- ნებისმიერი გრძელვადიანი კონფლიქტის მოგვარება იწყება საუბრით. პირდაპირი დიალოგი ქმნის წინაპირობას, რომ მხარეებმა ერთმანეთის პოზიციები უშუალოდ მოისმინონ.

- დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს. ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი პრაგმატული შედეგების მომტანი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული მიზნის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის საქმეში.“ - წერს სადღობელაშვილი.

ლადო სადღობელაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლადო სადღობელაშვილი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა! თუმცა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს“
  2. ლადო სადღობელაშვილი„გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის“
  3. ლადო სადღობელაშვილი„გუშინდელმა „ხალხმრავლობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთადერთი, რაც ამ ოპოზიციას უხვად აქვს ჩრდილები და 4 ოქტომბრის მსგავსი სერიალების უსასრულო რიმეიქებია“
  4. ლადო სადღობელაშვილი„მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მორწმუნე მართლმადიდებლებს არ წამოეგონა ქათამი გვარამიას პროვოკაციაზე და არ შეხვიდეთ შეცდიმაში! გვარამიას დაანონსებული დღევანდელი აქცია რეალურად გახლავთ ე.წ. “გეი აღლუმი”“