ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ცოტნე ანანიძე„საზოგადოება კარგად ხედავს, სად გადის ზღვარი გულწრფელ წუხილსა და პოლიტიკურ სპეკულაციას შორის“ დღეს 24 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი13°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი16°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი15°C
  • თელავი13°C
  • გორი12°C
  • ახალციხე12°C
  • ოზურგეთი16°C
  • ამბროლაური10°C
  • მესტია6°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 19 ნოემბერი
  • USD2.5927−0.0001
  • EUR2.8447−0.0048
  • GBP3.4159−0.0035
  • TRY0.0514
  • 100 RUB3.1481+0.0071
  • AZN1.5254
  • 1000 AMD7.1874−0.0026
  • 10 UAH0.5725+0.0012
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ19 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ15:59
ნიკოლ ფაშინიანი

განცხადება · 112 ნახვა

„სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო, თუმცა მიზნად ნატოში გაწევრიანება არ დაუსახავს“

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ შეუერთდა დუბლინში მიღებულ დეკლარაციას ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების შესახებ ნატოსთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი მითითებების გამო. მისი თქმით, სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო, თუმცა მიზნად ნატოში გაწევრიანება არ დაუსახავს.

ეროვნულ ასამბლეაში სამთავრობო საათის მიმდინარეობისას, პრემიერ-მინისტრმა დეპუტატ ვოლოდი აკოპიანის კითხვას უპასუხა.

აკოპიანი დაინტერესდა, თუ რატომ არ შეუერთდა სომხეთი 12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში მიღებულ დოკუმენტს.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ პარტნიორებს ამ გადაწყვეტილების მიზეზი ღიად წარუდგინა.

„ერთი მიზეზის გამო: პარტნიორებს გამჭვირვალედ ვუთხარი, რომ იქ ნატოსთან დაკავშირებული მითითებების ძალიან დიდი რაოდენობა იყო. ჩვენ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ, რომ დიახ, ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მაგრამ ჩვენს პოლიტიკაში არ არის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ვაპირებთ ნატოში შესვლას ან ზოგადად ასეთ ამოცანას ვისახავთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან დასძინა, რომ დოკუმენტის დანარჩენ ნაწილში მისაღები და მყარი დებულებები იყო.

ფაშინიანის თქმით, მთავრობა ერთმანეთისგან მიჯნავს ევროკავშირში გაწევრიანებისა და სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხებს.

„ჩვენ ვთქვით: ევროკავშირს - კი, მაგრამ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ლოგიკით გატარებულ პოლიტიკას არ ვიღებთ. სწორედ ეს იყო მიზეზი და ამას გაგებით მოეკიდნენ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლ ფაშინიანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ნიკოლ ფაშინიანი„სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს“