ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ცოტნე ანანიძე„საზოგადოება კარგად ხედავს, სად გადის ზღვარი გულწრფელ წუხილსა და პოლიტიკურ სპეკულაციას შორის“ დღეს 24 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი13°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი16°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი15°C
  • თელავი13°C
  • გორი12°C
  • ახალციხე12°C
  • ოზურგეთი16°C
  • ამბროლაური10°C
  • მესტია6°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 19 ნოემბერი
  • USD2.5927−0.0001
  • EUR2.8447−0.0048
  • GBP3.4159−0.0035
  • TRY0.0514
  • 100 RUB3.1481+0.0071
  • AZN1.5254
  • 1000 AMD7.1874−0.0026
  • 10 UAH0.5725+0.0012
ამბავიეკონომიკა93 ნახვა

ყოფილ პოლიციელებს, რომლებმაც ქობულეთში დაკავებულ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, 6-6 წლით პატიმრობა მიესაჯათ

ყოფილ პოლიციელებს, რომლებმაც ქობულეთში დაკავებულ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, 6-6 წლით პატიმრობა მიესაჯათ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე სამი ყოფილი პოლიციელი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ქობულეთში მივლინებით მყოფმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამმა თანამშრომელმა 2022 წლის ივლისში, სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით, სამი ადამიანი პოლიციის შენობაში გადაიყვანა, სადაც მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებულები 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ.

სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით თანამდებობის დაკავების ჩამორთმევა განუსაზღვრა.