საზოგადოება

გიგა მაქარაშვილი: კალაძე რატომ არაა დღეს ლონდონში, უკრაინის მხარდასაჭერ მატჩზე?

სამოქალაქო აქტივისტს, „სირცხვილიას“ ლიდერ გიგა მაქარაშვილს მიაჩნია, რომ კახა კალაძის ადგილი ახლა უკრაინის მხარდასაჭერ საფეხბურთო მატჩზე უნდა იყოს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„შოთა არველაძე რომ დგას ახლა შევჩენკოსთან ერთად უკრაინის მხარდასაჭერ მატჩზე და კალაძე არა… აი, მაგაზე დიდ შეურაცხყოფას კალაძეს ვერავინ და ვერაფერი მიაყენებს!

კალაძე რატომ არაა? დარწმუნებული ვარ ბევრი იკითხავდა დღეს ლონდონში!

იმიტომ რომ რუსეთის მხარესაა და ლეგენდებს შორის მისი ადგილი არაა!“,-წერს აქტივისტი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,092 ნახვა