საზოგადოება

მაშო, ეს გზა როგორ გავიარეთ, ეხლაც მიკვირს – რას წერს სტიქიის დროს გადარჩენილი დავით ჯელაძე

დავით ჯელაძე, რომელიც დისშვილ, მაშოსთან ერთად შოვში, სტიქიას გადაურჩა, სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც წითლად არის მონიშნული ის გზა, რომელიც მან და მისმა დისშვილმა მეწყერში გაიარეს. „მაშო, ეს გზა როგორ გავიარეთ, ეხლაც მიკვირს“,-წერს დავით ჯელაძე.

მისი თქმით, მდინარიდან სასტუმროს ტერიტორიამდე მისვლას ორ საათზე მეტი მოანდომეს.

„ვიცოდი ქართველები ასეთი თბილი ხალხი რომ ვიყავით !!უამრავი გამამხნევებელი შეტყობინება მომდის, ყველგან მწერენ სადაც შეიძლება მომწერონ, ყველგან მირეკავენ საერთოდ ჩემთვის უცნობი ადამიანები ისეთი სიტყვებით მამხნევებთ რომ მეტირება, მადლობა ყველას თითოეული გამამხნევებელი შეტყობინებისთვის უფრო შემიყვარდა და უფრო დავაფასე ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი“,-წერს დავით ჯელაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,083 ნახვა