პოლიტიკა

ალექსანდრე თვალჭრელიძე – შეგვიძლია NASA-ს ვთხოვოთ მონიტორინგის ჩატარება, ან ვიყიდოთ ტექნოლოგიები, გავწვრთნათ ოპერატორები – ამას 15-20 კაცი და თხუთმეტიოდე კომპიუტერი სჭირდება, 5-6 მილიონის ინვესტიციაა, სამაგიეროდ, დაცული ვიქნებით

ნავთობსადენსა და გაზსადენს, სამხრეთ კავკასიისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს, პრობლემა არა აქვს, რადგან იქ „სკადას” სისტემაა დამონტაჟებული, რომელიც პრაქტიკულად NASA-დან იმართება – შეგვიძლია NASA-ს ვთხოვოთ მონიტორინგის ჩატარება საქართველოში შესაბამისი ანაზღაურების გადახდის შემდეგ, ან ვიყიდოთ ტექნოლოგიები, გავწვრთნათ ოპერატორები. ამას 15-20 კაცი და თხუთმეტიოდე კომპიუტერი სჭირდება, სულ 5-6 მილიონის ინვესტიციაა, სამაგიეროდ, დაცული ვიქნებით,- ამის შესახებ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე თვალჭრელიძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც შოვში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

როგორც თვალჭრელიძემ აღნიშნა, თუ საქართველოში “სკადას” სისტემა დამონტაჟდება, სტიქიური მოვლენების დროს დამნაშავე გვეცოდინება და დაცული ვიქნებით.

„ეს პირველი ამბავი არ არის, გვახსოვს, რა მოხდა დარიალის ხეობაში, როცა ხალხი დაიღუპა თრუსოს ხეობიდან ღვარცოფის ჩამოსვლის შემდეგ; გვახსოვს ავადსახსენებელი 2013 წელი და ადიდება მდინარე ვერესი, იქ წარმოქმნილი ღვარცოფი. გახსოვთ, რა ხდებოდა მთიან აჭარაში. ასეთი 7500 ადგილია საქართველოში და იმ ტექნოლოგიებით მათი მონიტორინგი, რომელიც გავრცელებულია საქართველოში, პრაქტიკულად არ შეიძლება. სხვა ტიპის სახელმწიფო მართვა სჭირდება ამ საქმეს. ამას ვუჩიჩინებ მთავრობას აგერ 15 წელია და არავინ მიგდებს ყურს. ნავთობსადენსა და გაზსადენს, სამხრეთ კავკასიისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს, აბსოლუტურად არავითარი პრობლემა არა აქვს, რადგან იქ “სკადას” სისტემაა დამონტაჟებული, რომელიც პრაქტიკულად NASA-დან იმართება. ასეთი ტიპის კოსმოსური მონიტორინგი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ამ ტექნოლოგიების გადმოღება ძნელი არ არის. შეგვიძლია NASA-ს ვთხოვოთ ასეთი ტიპის მონიტორინგის ჩატარება საქართველოში შესაბამისი ანაზღაურების გადახდის შემდეგ, ან ვიყიდოთ ტექნოლოგიები, გავწვრთნათ ოპერატორები. ამას 15-20 კაცი და თხუთმეტიოდე კომპიუტერი სჭირდება, სულ 5-6 მილიონის ინვესტიციაა, სამაგიეროდ, დაცული ვიქნებით. ყოველ შემთხვევაში, თუ რამე მოხდა, გვეცოდინება დამნაშავე“,- აღნიშნა თვალჭრელიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,847,443 ნახვა