სამართალი

თემურ მღებრიშვილი: შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაწყებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაწყებულია.

აღნიშნულის შესახებ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს სტიქიის ადგილზე განუცხადა. როგორც ის განმარტავს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს.

„ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობის დროს, მუხლები შეიძლება გადაკვალიფიცირდეს, გამოძიება დაწყებულია”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ჯამში სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 18 ადამიანი. 16 მოქალაქეს ეძებენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,098 ნახვა