უცხოური მედია

უკრაინა რუსეთისთვის ტიტანის მიყიდვას განაგრძობს – ინფორმაციას ერთ-ერთი უკრაინული მედია ავრცელებს

უკრაინა რუსეთისთვის ტიტანის მიყიდვას, რომელიც თვითმფრინავებისა და რაკეტების აწყობაში გამოიყენება, ომის დროსაც აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-უკრაინა ინდუსტრიულ წყაროებზე და მიღებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტიტანის მადნების მსოფლიო მარაგის 20% სწორედ უკრაინაშია კონცენტრირებული, მაგრამ ძირითადად, კონცენტრატი ქვეყნიდან უბრალოდ ექსპორტზე გადის. 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის აპრილამდე, სახელმწიფო გაერთიანებულმა სამთო და ქიმიურმა კომპანიამ, ტიტანის შემცველი საბადოდან 82,2 ათასი ტონა მოპოვებული მასალის ექსპორტი განახორციელა.

გამოცემის წყაროების მიხედვით, ამ პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ფედერაციაში პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის და სლოვაკეთის შუამავლების მეშვეობით შევიდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,206 ნახვა