პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – მოვახერხეთ სისტემის აწყობა, რომ საზღვრებზე დავიჭიროთ ტვირთები, რომლებიც გამოეპარა ევროკავშირს, აშშ-ს

ჩვენ რამდენიმე კვირის წინ გვყავდა ევროკავშირის მისია, ადამიანები, რომლებიც ყველაზე კომპეტენტური არიან ამ საკითხში, ეს მისია იყო აქ ჩამოსული და არათუ რაიმე ეჭვი ჰქონდა, მათ მადლობები უხადეს ქართულ სახელმწიფოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვლმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით დასმული ნებისმიერი კითხვა არის სპეკულაცია.

„ჩვენ მოვახერხეთ ისეთი სისტემის აწყობა, რომელიც არა მხოლოდ უზრუნველყოფს, რომ საქართველოს გამოყენებით არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა, არამედ უზრუნველყოფს, რომ საქართველოს საზღვრებზე დავიჭიროთ ასე ვთქვათ ის ტვირთები, რომლებიც გამოეპარა ევროკავშირს, გამოეპარა აშშ-ს ან სხვებს და იყვნენ რუსეთის გზაზე დამდგარი. რომ არა საქართველო და ჩვენი სისტემა, ჩავიდოდა კიდევაც ევროკავშირიდან გამოგზავნილი სანქცირებული კომპანიის თუ სანქცირებული ტვირთები რუსეთამდე. ასე რომ, არა მხოლოდ ეჭვი არ არსებობს, არამედ დადასტურებული მადლობა არსებობს ჩვენს მიმართ და ამ მხრივ ნებისმიერი სპეკულაცია უკვე არის დადასტურებული ტყუილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,187 ნახვა