GD Banner
პოლიტიკა

NASA- რუსეთი ვერ შეძლებს, კონკურენცია გაუწიოს აშშ-ს და ჩინეთს. კოსმოსური შეჯიბრი აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარეობს

ნასას ხელმძღვანელს, ბილ ნელსონს მიაჩნია, რომ რუსეთი უახლოეს პერიოდში, ვერ შეძლებს, კონკურენცია გაუწიოს აშშ-ს და ჩინეთს მთვარის ტერიტორიების ათვისებაში. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მიეძღვნა  პროექტ «Артемида-2»-ის ფარგლებში,  მთვარის ორბიტაზე ადამიანების გაგზავნას. 

„მე არ ვფიქრობ, რომ ბევრს შეუძლია დღეს თქვას, რომ რუსეთი ნამდვილად მზადაა, მთვარეზე გაგზავნოს კოსმონავტები იმ ვადებში, რომელშიც ჩვენ ან ჩინეთი ვაპირებთ. მე მიმაჩნია, რომ კოსმოსური შეჯიბრი ახლა აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარეობს. ნასა-ს ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ჩინეთი ადამიანებს მთვარის სამხრეთ პოლუსზე გადასხამს, მას შეუძლია, ამ ტერიტორიაზე თავისი უფლებების შესახებ განაცხადოს. 

„თუ ჩვენ ნამდვილად აღმოვაჩენთ იქ წყალს, გვინდა გვქონდეს გარანტია, რომ ის ყველას საკუთრება იქნება და არა მხოლოდ მისი, ვისაც პრეტენზია ექნება“,-განაცხადა ნელსონმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,444 ნახვა