უცხოური მედია

ჰავაიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა

People watch as smoke and flames fill the air from raging wildfires on Front Street in downtown Lahaina, Maui on Tuesday, Aug. 8, 2023. Maui officials say wildfire in the historic town has burned parts of one of the most popular tourist areas in Hawaii. County of Maui spokesperson Mahina Martin said in a phone interview early Wednesday says fire was widespread in Lahaina, including Front Street, an area of the town popular with tourists. (Alan Dickar via AP

ჰავაიზე მასშტაბური ხანძრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა. ინფორმაციას კუნძულ მაუის გუბერნატორი ადასტურებს.

„89 ადამიანი დაიღუპა. ჩვენ აქ სულ რაღაც ორი დღის წინ ვიყავით და ეს რიცხვი ბევრად მცირე იყო. ჩვენი ვარაუდით, დაღუპულთა რიცხვი მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება. გვინდა,ხალხი მოვამზადოთ ამისთვის. დიდი სიფრთხილით უნდა ვიმოქმედოთ, რადგან იქ მძიმე ლითონებია, დანგრეულია სახლები, არის პროპანის ბალონები, ამიტომ ეს მართლაც დიდი საშიშროებაა. უკვე ძალიან ბევრი სიცოცხლე დავკარგეთ და ახლა ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ჰავაის გუბერნატორმა, ჯოშ გრინმა.

ამ დროისთვის კუნძულ მაუის დასავლეთით გავრცელებული სტიქიის 80%-ს მეხანძრე-მაშველები უკვე აკონტროლებენ და უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის შემდგომი ევაკუაციის საჭიროება აღარ დგას.

მედიის ინფორმაციით, კუნძულ მაუიზე ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ჰავაის გუბერნატორის, ჯოშ გრინის განცხადებით, ეს ხანძარი არის ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფა ჰავაის შტატის ისტორიაში და აღნიშნა, რომ ისტორიული ზღვისპირა ქალაქის, ლაჰაინას 80 პროცენტი განადგურებულია.

ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა. ტყის ხანძრის გაჩენის მიზეზად ქარიშხალი „დორა“ და დაბალი ტენიანობა დასახელდა. მაუის ოლქის სახანძროს უფროსმა, ბრედფორდ ვენტურამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხანძრის სიჩქარე „თითქმის შეუძლებელს ხდიდა“ საგანგებო მენეჯმენტთან კომუნიკაციას, რომელიც, როგორც წესი, ევაკუაციის ბრძანებებს აძლევს

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,897 ნახვა