GD Banner
უცხოური მედია

BBC – ჰავაის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ მასშტაბურ ხანძრამდე გამაფრთხილებელი სირენები არ ჩაირთო, ფაქტს გენერალური პროკურატურა იძიებს

„ბიბისის“ ინფორმაციით, ჰავაის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ კუნძულ მაუიზე მასშტაბურ ხანძრამდე გამაფრთხილებელი სირენები არ ჩაირთო. აღნიშნულ ფაქტს გენერალური პროკურატურა იძიებს.

გავრცელებული ცნობით, ზოგიერთმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ მათ მიიღეს შეტყობინებები მობილურ ტელეფონებზე, მაგრამ მაუის დასავლეთში ელექტროენერგიის გათიშვამ, შესაძლოა, შეტყობინების გადაცემა შეზღუდა.

ადგილობრივები „ბიბისისთან“ ინტერვიუში ამბობენ, რომ მათ არ ჰქონდათ ოფიციალური გაფრთხილება, რაც მტკივნეულ კითხვებს აჩენს სასწრაფო დახმარების ეფექტურობის შესახებ და იმასთან დაკავშირებით, შეიძლებოდა თუ არა მეტი ადამიანის გადარჩენა.

ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 96-მდე გაიზარდა. დაკარგულია ასობით ადამიანი. განადგურებულ ქალაქ ლაჰაინაში ჯერ მხოლოდ ტერიტორიის სამი პროცენტია გაწმენდილი, რაც აჩენს შიშებს, რომ მსხვერპლთა რიცხვი, შესაძლოა, სწრაფად გაიზარდოს

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,335 ნახვა