ხელოვნება და კულტურა

რუსი დრამერის სცენაზე აყვანის გამო, სკანდალით დასრულდა The Killers-ის კონცერტი

The Killers-მა Black Sea Arena-ს სცე­ნა აუ­დი­ტო­რი­ის სტვე­ნის ფონ­ზე და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში მყოფ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს. მათი თქმით, მუ­სი­კოს­მა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე სცე­ნა­ზე აიყ­ვა­ნა, რო­მელ­საც ე.წ პლა­კატ­ზე ეწე­რა, რომ “დრა­მე­რია” და სცე­ნა­ზე ას­ვლა სურ­და.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თქმით, მუ­სი­კოს­მა დრა­მერს ჰკი­თხა, სა­ი­დან იყო, რო­მელ­მაც გა­ნუ­ცხა­და, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მუ­სი­კოს­მა ხალ­ხს მი­მარ­თა, რომ რუსი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ძმე­ბი არი­ან, რა­საც პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა.

“მუ­სი­კოს­მა ხალ­ხს ჰკი­თხა დრა­მე­რის სცე­ნა­ზე აყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ ერთი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლეს. კონ­ცე­რა­ტი ამ დრო­ი­სათ­ვის დას­რუ­ლე­ბუ­ლია. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი­დან გა­ვი­და, შე­ძა­ხი­ლე­ბით “რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია”, “პუ­ტი­ნი მკვლე­ლია”. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბის შემ­დეგ მუ­სი­კოს­მა თქვა, რომ ქარ­თვე­ლი და რუსი ხალ­ხი ძმე­ბი ხარ­თო, რა­მაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფრო მე­ტად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია”,- გვი­თხრეს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ გან­ცხა­დე­ბა გავ­რცელ­და The Killers-ის “ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე, სა­დაც წე­რენ რომ არ სურ­დათ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­ნა­წყე­ნე­ბა:

“ძვირ­ფა­სო ქარ­თვე­ლო ხალ­ხო, ჩვე­ნი გან­ზრახ­ვა არას­დროს ყო­ფი­ლა ვინ­მეს შე­უ­რა­ცხყო­ფა! ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრა­დი­ცია დრა­მებ­ზე და­საკ­ვრე­ლად ხალ­ხის და­პა­ტი­ჟე­ბის და სცე­ნი­დან ჩან­და, რომ ხალ­ხის თავ­და­პირ­ვე­ლი პა­სუ­ხი მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ დღეს სცე­ნა­ზე აუ­დი­ტო­რი­ი­დან ამოყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნი მი­სა­ღე­ბი იყო. ჩვენ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ კო­მენ­ტა­რი, რომ­ლის მი­ზა­ნიც იყო ეთ­ქვა, რომ The Killers-ის აუ­დი­ტო­რია და ფა­ნე­ბი “ძმე­ბი და დები არი­ან”, შე­საძ­ლოა არას­წო­რად იქნა გა­გე­ბუ­ლი. ჩვენ არ გვინ­დო­და ვინ­მეს გა­ნა­წყე­ნე­ბა და ბო­დიშს გიხ­დით. თქვენ­თან ერ­თად ვართ და იმე­დი გვაქვს, რომ მალე დავ­ბრუნ­დე­ბით“, – წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ბენ­დი LOUDspeakers, რო­მე­ლიც დღეს ბლექ სი არე­ნა­ზე The Killers-ის შო­უმ­დე უკ­რავ­და, “ფე­ის­ბუქ­ზე” გა­მო­ეხ­მა­უ­რა სცე­ნა­ზე რუსი დრა­მე­რის აყ­ვა­ნის ფაქტს.

“ქი­ლერ­სის warm up-ზე დაკ­ვრა სა­ა­მა­ყო გვე­გო­ნა, მაგ­რამ რუ­სის დრამ­ზე აყ­ვა­ნით და მცდე­ლო­ბით, რომ რუ­სე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი ჩა­ე­ხუ­ტე­ბი­ნათ, ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი ვართ. უნდა იცო­დე სად ჩა­დი­ხარ! რუ­სე­თი მტე­რი და ოკუ­პან­ტია!!!” – წერს ბენ­დი LOUDspeakers “ფე­ის­ბუ­ქის” ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

ასე­ვე ინ­ცი­დენ­ტის გამო ბო­დი­ში მო­ი­ხა­და Black Sea Arena-ს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ.

“გვეს­მის ჩვე­ნი სტუმ­რე­ბის ემო­ცი­ე­ბის. არ­ტის­ტის მოქ­მე­დე­ბა სცე­ნა­ზე არ არის Black Sea Arena-ს პო­ზი­ცია. ვი­აზ­რებთ ჩვენს წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, გულ­წრფე­ლად ვიხ­დით ბო­დიშს და გი­ზი­ა­რებთ არ­ტის­ტის პა­სუხს მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია”, – წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,551 ნახვა