პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე „ნაცმოძრაობაზე“ – ვერასოდეს მოიშლიან გვამებზე ნადირობას და მიცვალებულთა გამოყენებას პოლიტიკაში მანამ, სანამ მათი დანიშნულება ქვეყანაში ნებისმიერი გზით, ხელისუფლების შეცვლაა

ყველა ხედავს, თუ რა ბინძურია გზა, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებისკენ მისასვლელად აირჩია. სიცრუეზე, ხალხის ტვინების გამორეცხვაზე, თეთრის შავად წარმოჩენაზე და რაც ყველაზე გულის ამრევია, არის გვამებზე, ხალხისა და ქვეყნის ტრაგედიებზე გამავალი. ამიტომ მათგან არ გვიკვირს, რომ დაზარალებულ და უბედურებისგან შერყეულ ხალხის ინტერვიუებზე ააგეს პიარი, ნაცვლად იმისა, რომ მადლობა ეთქვათ ყველა იმ მაშველისა თუ მოქალაქისთვის, რომლებმაც ამ 10 წუთიან დამანგრეველ სტიქიას გამოსტაცეს ცოცხლად ასეულობით ადამიანი – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

მისი თქმით, ხელისუფლებაში მყოფი ნაცების პოლიტიკის დევიზი: “ორი გვამი მინდა”, ოპოზიციაში მათი გადასვლის შემდეგაც აქტუალობას არ კარგავს.

როგორც ნანა კაკაბაძე აღნიშნავს, ამ ტრაგედიის დროს გამოჩნდა საზოგადოებისა და ხელისუფლების ძალისხმევის ერთობლიობა, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ თავის სტილში წარმოაჩენს.

“ორი გვამი მინდა” დღესაც აქტუალურია ხელისუფლებაში მყოფი ნაცების პოლიტიკის დევიზი: “ორი გვამი მინდა”,ოპოზიციაში მათი გადასვლის შემდეგაც აქტუალობას არ კარგავს. ბოლო ხანებში ხშირად გვესმის ოპოზიციის რუპორებისაგან ასეთი განცხადებები: „ქართული ოცნება ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ყველაფერს იკადრებს ხელისუფლების შესანარჩუნებლად” „ქართული ოცნებიდან“ ბესელიას, ჩუგოშვილის, ძიძიგურის და მათნაირების წასვლის შემდეგ ხელისუფლებაში აღარავინ დარჩა ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით ნებისმიერი უმსგავსო და ამორალური დავალების შესრულებაზე ხელს არ მოაწერს!“ და ა. შ. და ა. შ.

მოდით, ვნახოთ, რას ეძახიან ეს „მორალურად კრისტალური“ ნაცები, მათი ანასხლეტები და ე. წ. „ანალიტიკოსებად“ მოვლენილი მათი რუპორები „ყველაფერის კადრებას“ და მართლაც რას კადრულობენ ეს მეორადი მოხმარების პოლიტიკოსები და ვითომ უფლებადამცველები ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. ჯერ საათებიც არ იყო გასული შოვის ტრაგედიიდან, რომ მაშინვე დაიწყეს სტიქიურ უბედურებაზე პოლიტიკური ქულების დაწერა და ლამის ამ უბედურების გამომწვევებად თუ არა, წინასწარ ინფორმირებულებად მაინც გამოაცხადეს ხელისუფლება და კახი კალაძეს ლამის ბოდიშები ახდევინეს, რომ მისი ცოლ-შვილი ცოცხალი გადარჩა. როცა მიხვდნენ, რომ ამან არ იმუშავა, მერე ვერტმფრენის ადგილზე ჩაფრენის წუთების თვლა დაიწყეს და ამტკიცებდნენ, რომ ვერტმფრენის დროზე ჩაფრენის შემთხვევაში, გაცილებით მეტი ადამიანი გადაურჩებოდა სტიქიას. ამ სისულელემაც რომ ვერ იმუშავა და ყველამ დაინახა, თუ რა სისწრაფით გადაევლო ეპიცენტრში მოხვედრილ ადამიანებს ღვარცოფი, რის გამოც მათი გადარჩენის შანსი არ არსებობდა, მერე ცელოფანის სპეციალურ პარკებში გახვეული რამდენიმე ცხედარი აჩვენეს და ამტკიცებდნენ, ეს დაღუპულები მოსახლეობამ იპოვა და ხელისუფლება იმდენად უგულო და უუნაროა, რომ მათ გადასვენებაზეც კი არ ზრუნავსო. როცა ლოგიკური კითხვა გაჩნდა, კი მაგრამ, მოსახლეობას საიდან ჰქონდა ცხედრებისთვის განკუთვნილი პოლიეთილენის პარკებიო, ახლა სხვაგან გადაიტანეს ყურადღება და ერთ-ერთი გადარჩენილი ოჯახის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე მითითებით ამტკიცებდნენ, რომ რადგან ამ ერთმა ახალგაზრდამ შეძლო დისშვილის გადარჩენა, სხვებსაც სრულად რომ მიშველებოდნენ მაშველები, ისინიც გადარჩებოდნენ.

როდესაც ზოგიერთმა ეჭვი გამოთქვა, რომ ასეთი ღვარცოფის პირობებში შეუძლებელი იქნებოდა ადამიანებს საათობით გაეძლოთ ეპიცენტრში მოხვედრილებს, მაშინვე ეცნენ და გმირობის არდამფასებლებად, არაადამიანებად და უსინდისოებად გამოაცხადეს ისინი. რა თქმა უნდა, მთავარი დარტყმის ობიექტი ირაკლი კობახიძე აღმოჩნდა, რადგან ისინი მორიგ ჯერზე შეხტნენ მორალურ პედესტალზე და ირაკლის სიტყვების ინტერპრეტირების საფუძველზე დაიწყეს უკიდეგანო ლანძღვაგინება. ამ ფონზე თითქოს გასაკვირიც არ არის ლეშიჭამიების შემოსევა ირაკლი კობახიძეზე და არც ჩემი დასაცავია ის, ვინაიდან მჯერა, მან კარგად იცის ვის წინააღმდეგ იბრძვის, მაგრამ ამ ბოროტი პოლიტიკოსების კიდევ ერთხელ გასაშიშვლებლად ღირს ამ ფაქტის აღნიშვნა. ყველა ხედავს, თუ რა ბინძურია გზა, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებისკენ მისასვლელად აირჩია.

სიცრუეზე, ხალხის ტვინების გამორეცხვაზე, თეთრის შავად წარმოჩენაზე და რაც ყველაზე გულის ამრევია, არის გვამებზე, ხალხისა და ქვეყნის ტრაგედიებზე გამავალი. ამიტომ მათგან არ გვიკვირს, რომ დაზარალებულ და უბედურებისგან შერყეულ ხალხის ინტერვიუებზე ააგეს პიარი, ნაცვლად იმისა, რომ მადლობა ეთქვათ ყველა იმ მაშველისა თუ მოქალაქისთვის, რომლებმაც ამ 10 წუთიან დამანგრეველ სტიქიას გამოსტაცეს ცოცხლად ასეულობით ადამიანი. სხვა საქმეა, რომ უბედურებაში მოხვედრილ ხალხს ის წუთები საუკუნედ ეჩვენებოდა. სინამდვილეში ამ ტრაგედიის დროს გამოჩნდა საზოგადოებისა და ხელისუფლების ძალისხმევის ერთობლიობა, რომელსაც ეს ცრუპენტელები თავის სტილში წარმოაჩენენ. დღესაც არ მოიშალეს და ალბათ ვერც ვერასოდეს მოიშლიან ნაციონალები გვამებზე ნადირობასა და მიცვალებულთა გამოყენებას პოლიტიკაში მანამ სანამ მათი დანიშნულება ქვეყანაში ნებისმიერი გზით, ხელისუფლების შეცვლაა“, წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,527 ნახვა