პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: დეგნანი ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების ელექტრონულ სისტემას, რომელიც სრულად გამორიცხავს მანიპულაციას, თან ისე, რომ ქართველ ხალხს ფაქტობრივად დებილებს უწოდებს, ცოდნა არ გაგაჩნიათ და ხმას ვერ მისცემთო

კელი დეგნანის ბოლო ინტერვიუ არა მხოლოდ შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხის მიმართ, არამედ ეს არის თავხედობის ის დონე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არც ერთმა დიპლომატმა არ უნდა იკადროს – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს. ფოჩხუა, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ინტერვიუს აფასებს, სადაც მან არჩევნების ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ცოდნის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ექსპერტის თქმით, კელი დეგნანი არჩევნების ელექტრონულ სისტემას, რომელიც მანიპულაციის საშუალებას არ იძლევა, ეჭვქვეშ ისე აყენებს, რომ ქართულ საზოგადოებასაც შეურაცხყოფს.

“კელი დეგნანის ბოლო ინტერვიუ არა მხოლოდ შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხის მიმართ, არამედ ეს არის თავხედობის ის დონე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არც ერთმა დიპლომატმა არ უნდა იკადროს. დეგნანი ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების ელექტრონულ სისტემას, რომელიც რეალურად სრულად გამორიცხავს მანიპულაციას და რაიმე სახის მინიმალურ მანიპულაციასაც კი. თან ეჭვქვეშ აყენებს ისე, რომ ქართველ ხალხს ფაქტობრივად დებილებს უწოდებს, ცოდნა არ გაგაჩნიათ და ხმას ვერ მისცემთო. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო აღარ ვიცი, ბედნიერებაა რომ ეს ქალი მოშორდა ჩვენ ქვეყანას!” – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,035 ნახვა