GD Banner
საზოგადოება

გია აბაშიძე – თუ ნაცსექტას არ მიეკუთვნება ადამიანი, იმის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა შეიძლება, ხოლო ნაცსექტასთან აფილირებულ თეა გოდოლაძეზე სავარაუდო ბრალდებების განხილვა თურმე არ შეიძლება

“იძალადა თუ არა სეისმოლოგად წოდებულმა გოდოლაძემ არასრულწლოვანზე, ამას დამოუკიდებელი და არა ზურაბ ადეიშვილის ჯიბის სასამართლო გადაწყვეტს”- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

“თეა გოდოლაძის ორკესტრირებული ე.წ. ვექილობა ორმაგი სტანდარტების მქონე „ნაცბაბლის“ მხრიდან უსუსურია. თუ რადიკალების დეზინფორმაციის ერთ-ერთი რუპორი ძალადობაშია ეჭვმიტანილი, ეს თურმე შეუძლებელია და “პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევაა”. თუკი ნაცსექტას არ მიეკუთვნება ესა თუ ის ადამიანი, იმის უდანაშაულობის პრეზუმფციის ყოველ ჯერზე დარღვევა შეიძლება. ხოლო საჯარო პირზე, ნაცსექტასთან აფილირებულ თ.გოდოლაძეზე სავარაუდო ბრალდებების განხილვა თურმე არ შეიძლება. ტაბუდადებული საკითხები სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო, ის დრო დიდი ხანია წასულია. ამასთან, თეა გოდოლაძე წლებია ხალხზე ძალადობს ფსიქოლოგიურად მანიპულაციებით, სიცრუით და ეს ყოველმხრივ დასაგმობია. იძალადა თუ არა სეისმოლოგად წოდებულმა გოდოლაძემ არასრულწლოვანზე, ამას დამოუკიდებელი და არა ზურაბ ადეიშვილის ჯიბის სასამართლო გადაწყვეტს”- წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,895,214 ნახვა