GD Banner
სამართალი

თეა გოდოლაძე პარტნიორი მამაკაცის შვილზე: მან იძა­ლა­და ჩემ­ზე, არ მოს­წონ­და მე და მა­მა­მისს რომ გვქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და კონ­ფლიქ­ტი

დღეს “კუ­რი­ერ­მა” გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, თეა გო­დო­ლა­ძე ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. გავრცელებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა 126 პრი­მა მუხ­ლით, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს და თეა გო­დო­ლა­ძეს 2 000 ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, ხოლო საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა.

ბრალდებული თეა გო­დო­ლა­ძე ამ­ბობს, რომ მისი დის­კრე­დი­ტა­ცია ხდე­ბა და შო­ვის ტრა­გე­დი­ის ირ­გვლივ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს ვერ პა­ტი­ო­ბენ. ამის შესახებ მან „ამბები.გე“-სთან საუბრისას განაცხადა.

„პი­რი­ქით, ჩემ­ზე მოხ­და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა ჩემი პარტნი­ო­რი მა­მა­კა­ცის მხრი­დან. ამის გამო, მე გა­მო­ვი­ძა­ხე პო­ლი­ცია, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი იყო გა­მო­ცე­მუ­ლი მის წი­ნა­აღ­მდეგ, მას უწევ­და ცი­ხე­ში წას­ვლა და ეს რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, ათ­ქმე­ვი­ნეს, რომ თით­ქოს მე ვი­ძა­ლა­დე მის 17 წლის შვილ­ზე და ასე აღ­ძრეს საქ­მე ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. არა­და, ეს სიც­რუ­ეა. პი­რი­ქით, მან იძა­ლა­და ჩემ­ზე, რად­გან არ მოს­წონ­და მე და მა­მა­მისს რომ გვქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და კონ­ფლიქ­ტი. ეს არის 2021 წლის ამ­ბა­ვი, მა­შინ მე არა­ფე­რი მით­ქვამს… მაგ­რამ შემ­დეგ, როცა მე ჩემს პარტნი­ორს ძა­ლა­დო­ბის გამო გა­მო­ვუ­ძა­ხე პატ­რუ­ლი, ეს ძვე­ლი ამ­ბა­ვი გა­მო­ი­ყე­ნეს. ათ­ქმე­ვი­ნეს, თით­ქოს მე ვი­ძა­ლა­დე მის შვილ­ზე და გა­მოყ­ვეს ცალ­კე წარ­მო­ე­ბა­ში ეს საქ­მე. რა­ღაც თქვი გო­დო­ლა­ძე­ზეო და მან ეს თქვა. 2021 წლის ამ­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი, აქეთ ვარ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. მოკ­ლედ, გა­მო­ი­გო­ნეს საქ­მე ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ და ახლა ატ­რი­ა­ლე­ბენ ამას. ვი­მე­ო­რებ, მე შე­ტა­ნი­ლი მაქვს სა­ჩი­ვა­რი. ჩემ­ზე მოხ­და ძა­ლა­დო­ბა. მე დავწერ ამაზე განცხადებას, დეტალურად გავავრცელებ ინფორმაციას. ვიმეორებ, პოლიცია გამოვიძახე ჩემი პარტნიორის წინაღმდეგ, იმიტომ, რომ ფიზიკურად იძალადა ჩემზე. ორდერი ორივეზე იყო გამოცემული, მაშინ ჩემზეც გამოსცეს, მე გავასაჩივრე ეს გადაწყვეტილება და მოვიგე, იმიტომ, რომ ყველა მიხვდა, კერავდნენ საქმეს. ახლა, ერთი წლის შემდეგ, პროკურატურამ ამოატივტივა ეს საქმე, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ჩემი განცხადებების გამო ამოწიეს, ეტყობა, საქმე და შეგნებულად მიმდინარეობს ჩემი დისკრედიტაცია

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,895,214 ნახვა