GD Banner
ხელოვნება და კულტურა

24 აგვისტოს „იარტ გალერიში“ ქართველი მხატვრების ერთობლივი გამოფენა გაიხსნება

თბილისში, უზნაძის ქ. 13-ში მდებარე IART GALLERY ქართველი მხატვრების ერთობლივ გამოფენას უმასპინძლებს.

გამოფენის სახელწოდებაა „სინათლისკენ მოძრავი სამყარო“, ორგანიზატორი კი, ჯგუფ „არტ მეგობრების“ დამფუძნებელი სოფია ქიზიყურაშვილი.

როგორც სოფია ქიზიყურაშვილი ამბობს, აღნიშნული ღონისძიება სეზონური გამოფენების ფარგლებში გაიმართება. ამჯერად საზაფხულო, ნოემბერში კი, საშემოდგომო გამოფენა იგეგმება.

საზაფხულო გამოფენაში მონაწილეობას 90-მდე ხელოვანი მიიღებს. ნამუშევრები ორ ეტაპად გამოიფინება. 24-25 და 27-28 აგვისტოს.

პირველი ეტაპი 24 აგვისტოს, 18:00 საათზე გაიხსნება. მნახველებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ 45 მხატვრის მიერ შექმნილი ნამუშევრები. თითოეული ხელოვანი გამოფენაზე მხოლოდ ერთი ნახატით წარსდგება. მსურველებს ნამუშევრების შეძენის საშუალებაც ექნებათ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,445 ნახვა