GD Banner
უცხოური მედია

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს ინტერვიუ მისცა

Fox News-ზე, დებატების პარალელურად, გავიდა დონალდ ტრამპის ინტერვიუ, რომელიც მან აღნიშნული ტელეკომპანიის ყოფილ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს მისცა. 

ინტერვიუში ტრამპმა აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის 2024 წლის არჩევნებამდე ვერ მიაღწევს, რადგან „გონებრივად დასუსტებულია“.

„როდესაც დადის, მიწიდან ფეხს ვერ წევს… პლაჟზე შეზლონგის აწევა არ შეუძლია, საშინლად გამოიყურება“,-განაცხადა ექსპრეზიდენტმა. 

უკრაინაში კონფლიქტზე ტრამპმა თქვა, რომ შტატები ამ კონფლიქტში მნიშვნელოვანი ხარისხით არის ჩართული, მაგრამ ბაიდენს ძალა არ შესწევს ამ კონფლიქტის დასრულების, რადგან არ ყოფნის კომპეტენცია.

„პლაჟი, რა თქმა უნდა, არ ასახავს იმას, რითიც უნდა იყოს დაკავებული პრეზიდენტი. ის უნდა მუშაობდეს. უნდა დაასრულოს ეს საშინელი ომი, რომელშიც ჩათრეული ვართ. მე მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ომის დასრულებას, მაგრამ არ მჯერა, რომ მას ეს შეუძლია, რადგან დიდი კომპეტენციის მქონე არ გახლავთ“.

ექსპრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კუბაში ჩინეთის გავლენებს შეასუსტებს.

2020 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ ტრამპმა განაცხადა, რომ მოხდა მის საწინააღმდეგოდ ფალსიფიკაცია. მან ასევე დასძინა, რომ პოლიტიკური ძალადობის მსხერვპლად შეიძლება იქცეს. „მე ვნახე, რაზე არიან წამსვლელები“,-განაცხადა მან. 

კამალა ჰარისზე და რონ დესანტისზე საუბრისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფლორიდის გუბერნატორი დესანტისი უკვე გამოეთიშა საპრეზიდენტო მარათონს , რადგან საჭირო რაოდენობის ხმებს ვერ დააგროვებს. ასევე აღნიშნა, რომ კამალა ჰარისიც სავარაუდოდ, ვერ გახდება კანდიდატი დემოკრატებიდან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,109 ნახვა