GD Banner
უცხოური მედია

მიხაილ პოდოლიაკი- პუტინი საკუთარ ცხოველურ ტერორს არავის პატიობს, ის მომენტს ელოდა

ევგენი პროგოჟინმა საკუთარი სიკვდილის ორდერს ხელი თავად მოაწერა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

„აშკარაა, რომ პუტინი საკუთარ ცხოველურ ტერორს არავის პატიობს. ის მომენტს ელოდა. ისიც აშკარაა, რომ პრიგოჟინმა ხელი მოაწერა თავისთვის სპეციალურ სასიკვდილო ორდერს იმ მომენტში, როცა ირწმუნა ლუკაშენკოს უცნაური „გარანტიები“ და პუტინის აბსურდული „საპატიო სიტყვა“. პრიგოჟინისა და ვაგნერის სარდლობის დემონსტრაციული ლიკვიდაცია გადატრიალების მცდელობიდან ორი თვის შემდეგ არის სიგნალი პუტინისგან რუსეთის ელიტებისთვის 2024 წლის არჩევნების წინ. „ფრთხილად, ორგულობა სიკვდილს უდრის“. მაგრამ ეს ასევე არის სიგნალი რუსი სამხედროებისთვის“,-  წერს პოდოლიაკი „ტვიტერის“ გვერდზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,445 ნახვა